Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის!

კონკურსში ჩართვა შეუძლია სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.


განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა:
2022 წლის 28 აპრილი, 18:00 სთ. 

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით 28 მარტს 11:00 საათზე და 11 აპრილს 11:00 საათზე.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ აქ

კონკურსში ჩართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საგრანტო კონკურსის განაცხადები:

1.კონკურსის სახელმძღვანელო წესები

2. განაცხადის ფორმა

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: დამწყები სოციალური საწარმოს განაცხადი.

პროექტის შესახებ:

საგრანტო კონკურსი ცხადდება პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის (Advancing Social Entrepreneurship for Sustainable and Inclusive Society)“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო (YAG).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.