ჩვენი საიტები
GE

ადგილობრივი ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, სოციალური საწარმოების თუ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივების ფინანსური თუ ინტელექტუალური მხარდაჭერა, ორგანიზაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს.

1998 წლიდან, ორგანიზაცია საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით პერიოდულად აცხადებს საგრანტო კონკურსებს, რომელიც ცალკეული პროგრამული ამოცანების შესრულების მიზანს ემსახურება. საგრანტო კონკურსები ცხადდება ღია საკონკურსო წესის შესაბამისად საქართველოს მასშტაბით ან ცალკეული სამიზნე მუნიციპალიტეტების ფარგლებში. ასევე ცხადდება დახურული საგრანტო კონკურსები მხოლოდ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისათვის. კონკურსის ფარგლებში მიღებული პროექტების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შეფასების დამოუკიდებელი კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებითა და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტებით.

თითოეულ გამოცხადებულ კონკურსს თან ახლავს დეტალური ინფორმაცია კონკურსის მიზნებისა და ამოცანების, პრიორიტეტებისა და პირობების, საპროექტო განაცხადის წარდგენის პროცედურისა და/თუ საპროექტო განაცხადის ფორმების შესახებ. კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებული პირებისათვის ასევე ცხადდება დამატებითი საკონსულტაციო შეხვედრებიც. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა/ჯგუფებმა თუ ფიზიკურმა პირებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით იმ კონკრეტულ მისამართზე, რაც მითითებული იქნება ცალკეული საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო განაცხადში. საგრანტო კონკურსებით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თვალი ადევნოთ ორგანიზაციის სიახლეებისა და ფეისბუკის გვერდებს, ასევე შეგიძლიათ ,გაეცნოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესახებ ინფორმაციას.

1998

წლიდან სამოქლაქო საზოგადოების მხარდაჭერაში

500

დაფინანსებული პროექტი

256512

გაცემული ლარი

ენერგოეფექტურობა - საზოგადოების ინფორმირებულობა მეტი სარგებლისთვის და ნაკლები დანახარჯისთვის / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებების და განათლებისთვის / რეგიონული ინიციატივების ცენტრი ნათელი მომავალი

მიმართულებები: ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • ბიუჯეტი: 35 000 ლარი
  • რეგიონი: იმერეთი
  • ხანგრძლივობა: 2023/05/01-2024/07/30
  • სტატუსი: დასრულებული

საჭიროებებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარე სივრცე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვებისთვის / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის

მიმართულებები: თემის განვითარება
  • ბიუჯეტი: 5 600 ლარი
  • რეგიონი: იმერეთი
  • ხანგრძლივობა: 2023/12/01-2024/07/29
  • სტატუსი: დასრულებული

ორგანიზაციის სოციალური საწარმოს მდგრადი განვითარება, მარწყვის რემონტატული ჯიშების წარმოება - გადამუშავება, განახლებადი ელექტრო ენერგიის გამოყენებით / დონორი: ევროკავშირი

ა(ა)იპ „ფონდი აფხაზინტერკონტი“

მიმართულებები: სოციალური მეწარმეობა
  • ბიუჯეტი: 7 938 ევრო
  • რეგიონი: იმერეთი
  • ხანგრძლივობა: 2022/07/20-2024/07/29
  • სტატუსი: დასრულებული

მედია პროექტები კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ / დონორი: ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი

მაია წერეთელი

მიმართულებები: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
  • ბიუჯეტი: 14 000 ლარი
  • რეგიონი: თბილისი
  • ხანგრძლივობა: 2024/02/01-2024/07/26
  • სტატუსი: დასრულებული

საქართველო

მიმდინარე: 24 დასრულებული: 366