ჩვენი საიტები
GE

სათემო ლიდერთა ფორუმი 2022

სათემო ლიდერთა ფორუმი 2022

9-10 ნოემბერს, კახეთში, სასტუმროში ლოპოტა სპა რეზორტსი, "სათემო ლიდერთა ფორუმი 2022" ჩატარდება. 

ფორუმი იმართება 'საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის' ორგანიზებით, პროექტის 'სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის' ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან „პური მსოფლიოსთვის“ და ბირმინგემის უნივერსიტეტი. 

ფორუმი წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც სათემო ორგანიზაციების ინფორმირების, განვითარების და საინტერესო პარტნიორობის დაწყების პლატფორმად. შესაბამისად, ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ 2-წლიანი ონლაინ ფორმატის შემდეგ, ცოცხალ რეჟიმში შეგხვდებით.

წლევანდელ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას ექნება საშუალება მოისმინოს სხვადასხვა სათემო ორგანიზაციის გამოცდილება, სათემო პროექტების სოციალური გავლენის კვლევის შედეგები, ასევე გახდეს მონაწილე 2020-2021 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივის დაჯილდოების პროცესის.

ფორუმის მეორე დღე მიეძღვნება სათემო ორგანიზაციებისათვის საინტერესო ინტერაქტიულ სესიებს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე. 

რეგისტრაცია:

თუ თქვენ ხართ სათემო ჯგუფის/ ორგანიზაციის წარმომადგენელი და გსურთ დაესწროთ ფორუმს რომლის განმავლობაშიც გააცნობთ საზოგადოებას თქვენს საქმიანობას, გაიღრმავებთ კონტაქტებს სხვა თემთა წარმომადგენლებთან, გაუზიარებთ საკუთარს და მოისმენთ სხვა სათემო ლიდერთა გამოცდილებას, და რაც მთავარია მიიღებთ თქვენთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას, მაშინ აუცილებლად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 7 ოქტომბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.

https://bit.ly/community_forum_registration

საკონტაქტო ინფომაცია:

სალომე თოფურიძე, CSRDG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი 

+995599326555, salometopuridze@csrdg.ge

გაზიარება