ჩვენი საიტები
GE

B Corp სერტიფიცირების საკონსულტაციო მხარდაჭერა

B Corp სერტიფიცირების საკონსულტაციო მხარდაჭერა

B Corp არის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და აღიარებული სასერტიფიკაციო სქემა კორპორაციული მდგრადობის და პასუხისმგებლობის სფეროში. ის ადასტურებს, რომ კომპანიის საქმიანობა შესაბამისობაშია საერთაშორისო მაღალ სტანდარტებთან სოციალური, გარემოსდაცვითი და კორპორაციული მართვის მიმართულებით და აღიარებულია პარტნიორების, ინვესტორების, საზოგადოებისა თუ საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ეს სასერტიფიკაციო სქემა შესაფერისია ნებისმიერი ქვეყნის, ზომის და სექტორის კომპანიებისთვის. 

სერტიფიცირების მისაღებად, კომპანიამ უნდა გაიაროს  შეფასების სიღრმისეული პროცედურა, რომელიც მოიცავს კომპანიის საქმიანობის ყველა ასპექტს. 

ჩვენ გთავაზობთ ორი ტიპის ექსპერტულ მხარდაჭერას:

სერტიფიცირებისათვის მზაობის შეფასება და რეკომენდაციები გაუმჯობესების მისაღწევად და სასერტიფიკაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; 

მხარდაჭერა სერტიფიცირების პროცესში. 

ჩვენ დაგეხმარებით  დაუკავშიროთ თქვენი ბრენდი მსოფლიოს ყველაზე პასუხისმგებელი კომპანიების თანამეგობრობას.

ჩვენს კონსულტანტს გავლილი აქვს B Lab ბრიტანეთისა და B Lab ევროპის ტრენინგები კონსულტანტებისათვის და ჩართულია B Lab ევროპის მიერ აღიარებულ კონსულტანტთა ბაზაში.