ჩვენი საიტები
GE

კონკურსი საკომუნიკაციო სტრატეგიის საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად

კონკურსი საკომუნიკაციო სტრატეგიის საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად

საქართველოში პირველი გავლენის ფონდი „აქციო“ აცხადებს საკონსულტაციო მომსახურების კონკურსს  „საკომუნიკაციო სტრატეგია სოციალური საწარმოსთვის „ბაბალე”

ტექნიკური დავალება

აქციო-Actio

საქართველოში პირველი გავლენის ფონდი „აქციო“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ 2022 წელს დაფუძნდა. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი  პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. შესაბამისად, CSRDG-ს სამოქალაქო სექტორში წარმატებული საქმიანობის 27 წლიანი გამოცდილება აქვს.  CSRDG-ის მისიაა საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა. ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომლებიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელს საზოგადოებას. 2009 წლიდან CSRDG-მ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარებაზე დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ ცენტრმა ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია 50-მდე სოციალურ საწარმოს, სხვადასხვა ღონისძიებით ხელი შეუწყო კონცეფციის პოპულარიზაციას, დაიწყო სექტორის საჭიროებების ადვოკატირება ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. 2022 წლის ივნისში CSRDG-მ ევროკომისიისა და ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით გავლენის ფონდი "აქციო" დააფუძნა. აქციო წარმოადგენს ახალ, თანამედროვე, შესაძლებლობას მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის, განავითარონ ბიზნესი და გაზარდონ სოციალური გავლენა. აქციო ასევე წარმოადგენს სანდო შესაძლებლობას როგორც კორპორატიული, ისე კერძო ინვესტორებისთვის, შეიტანონ წვლილი გრძელვადიანი სოციალური გავლენის შექმნასა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

 

ინფორმაცია პროექტის შესახებ

2021 წლის იანვარში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და Impact Europe პარტნიორობით დაიწყო 56 თვიანი საერთაშორისო პროექტი სახელწოდებით “თანამშრომლობა დადებითი  ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. (Collaborate for Impact - development of social entrepreneurship and social investments towards economic and social cohesion in the Eastern Partnership)“, რომელსაც საქართველოში ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პროექტის წამყვანი განმახორციელებელი ორგანიზაციაა Impact Europe, ხოლო პარტნიორები: SILab Ukraine, EduHub, Ecovisio და Impact Hub Yerevan.

 

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი ეკოსისტემის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დაგეგმილია ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება, სოციალური ინოვაციების პოპულარიზაცია, გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისათვის, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს გავლენის ინვესტორებისა და სოციალური საწარმოების რაოდენობის ზრდასა და თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონში. ეს კი დაეხმარება სოციალურ საწარმოებს, გააუმჯობესონ თავიანთი სოციალური შედეგები და გაზარდონ სოციალური გავლენა. 

 

სოციალური საწარმო „ბაბალე • Babale“

2015 წელს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობელთა გაერთიანებამ, სოციალური მეწარმეობა 10 000 ლარის გრანტის ფარგლებში დაიწყო, რაც თავდაპირველად პროექტის სახით ფუნქციონირებდა. 2018 წლის ივლისის თვიდან კი არსებობს, როგორც „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" შპს "სოციალური საწარმო ბაბალე“. საწარმოს 100%-იანი მფლობელი თავად დამფუძნებელი ორგანიზაციაა. ბაბალეს მოგება ხმარდება ბაბალესა და ასოციაციის სოციალურ მიზნებს, ასევე რეინვესტირედება საწარმოს ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის.

 „ბაბალე“ 2 სივრცეს აერთიანებს - შემოქმედებით სახელოსნოს, სადაც დაუნის სინდრომის მქონე (დსმ) ახალგაზრდები სპეციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით იღებენ განათლებას, საქმდებიან, ქმნიან პროდუქციას და სალონს - სადაც გამოიფინება და იყიდება ნამუშევრები.

სოციალურ საწარმოში მზადდება ხის, კერამიკისა  და ტექსტილის როგორც დეკორატიული, ისე გამოყენებითი ნივთები: ზარდახშები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები, აქსესუარები, სხვადასხვა ფიგურები, სადღესასწაულო ნივთები და სხვა სახის პრაქტიკული, თუ დეკორატიული ნაკეთობები.   მასობრივი წარმოების პროდუქციიდან გამორჩეულია ბაბალეს წინდები და სამზარეულოს აქსესუარები (სუფრა, წინსაფარი და ცხელის ასაღები). მომსახურების თვალსაზრისით, ბაბალე ტურისტულ ჯგუფებს სთავაზობს დეკორატიული ნივთების დამზადების ვორქშოპებს.     

აქციოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ბაბალეს დაგეგმილი აქვს როგორც ეკონომიკური საქმიანობის გაფართოება, ისე სოციალური შედეგების გაზრდა. აქციოს მხარდაჭერით ბაბალე გეგმავს ხის, კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოების მოწყობას, რაც მას საშუალებას მისცემს, სწავლების პროცესში ჩართოს დაუნის სინდრომის მქონე მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოს მათ დასაქმებას როგორც ადგილზე, ისე ძირითად შრომის ბაზარზე

 

Website: https://babale.ge/

Facebook: https://www.facebook.com/babalestore

 

დავალების აღწერა და მიზნები:  ამ დავალების მიზანია სოციალური საწარმოს საკომუნიკაციო სტრატეგიის მომზადება.   

  

საკომუნიკაციო სტრატეგია უნდა მოიცავდეს მაგრამ არ იზღუდებოდეს:

  • სამიზნე ჯგუფების/დაინტერესებული პირების იდენტიფიცირება;
  • საკომუნიკაციო მიზნის იდენტიფიცირება თითოეული სამიზნე აუდიტორიისთვის;
  • ძირითადი საკომუნიკაციო მესიჯების/ შეტყობინებების მომზადება მიღწევებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით;
  • ძირითადი საკომუნიკაციო არხების და სტრატეგიების იდენტიფიცირება სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან მისასვლელად;
  • თითოეულ აუდიტორიაზე მორგებული საკომუნიკაციო პროდუქტებისა და აქტივობების იდენტიფიცირება;
  • შემოთავაზებული სტრატეგიის განსახორციელებლად საჭირო რესურსების იდენტიფიცირება; 
  • აქტივობის გეგმა;

 

საბოლოო პროდუქტი (Deliverables):

  • მთავარი ანგარიში (მაქს. 5 გვერდი) 
  • კომუნიკაციის სტრატეგი (მაქს. 20 გვერდი + დანართები)

 

დაინტერესებულმა პირებმა ან/და ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია ტექნიკურ დავალებაში აღწერილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

შემოთავაზების დოკუმენტები უნდა მოიცავდეს:

  • დაინტერესებული პირის ან/და ორგანიზაციის პორტფელს; 
  • სამუშაო გეგმას ვადების მითითებით და სამუშაო მეთოდოლოგიას; 
  • ბიუჯეტს დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ჩათვლით და მის გარეშე;

 

გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტები და ფინანსური წინადადებები წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ekaterine.iluridze@csrdg.ge, არაუგვიანეს 2024 წლის 23 თებერვლის 00:00 საათისა. 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ბაბალე-საკონსულტაციო შეთავაზება “. 

 

სავარაუდო სამუშაო დროის განრიგი და ანგარიშგება:  დაგეგმილი დროის განრიგი არის ორი კალენდარული თვე, ზემოაღნიშნული სამუშაოს მოცულობისთვის 8 სამუშაო დღე.

 

საკონტაქტო პირი: 

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG)

ანა ეკატერინე ილურიძე 

Mail: ekaterine.iluridze@csrdg.ge 

 

გაზიარება