ტრენინგის მიზანია აღჭურვოს მონაწილეები ძირითადი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა პასუხისმგებელი და მდგრადი პრაქტიკების დასანერგად ბიზნესსაქმიანობაში, ასევე დაეხმაროს მათ გააცნობიერონ და გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რაც კორპორაციულ პასუხისმგებლობას უკავშირდება.
ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეები შეძლებენ კორპორაციული პასუხისმგებლობის პოტენციალის საკუთარი ბიზნესის სასარგებლოდ გამოყენებას.
პროგრამა ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას, ასევე კონტექსტს და ქართულ კომპანიათა გამოცდილებას ამ სფეროში.
ტრენინგი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიების საშუალო რგოლისა და ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებისათვის.
მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე
ტრენინგ დღეების რაოდენობა: 1-3 დღე
ტრენინგ-კურსის შინაარსის და ხანგრძლივობის ადაპტირება ხდება კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, კლიენტის საჭიროების მიხედვით.