Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ღია საგრანტო კონკურსი „სათემო ინიციატივები COVID 19-ის წინააღმდეგ“

ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თემის განვითარების რესურსცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს COVID 19-ის კრიზისის შემსუბუქებისაკენ მიმართულ სათემო ინიციატივებზე, რომელთა მიზანია სამოქალაქო სოლიდარობის დემონსტრირება და COVID 19-ის კრიზისით დაზარალებული ჯგუფების მხარდაჭერა.

უფრო კონკრეტულად, კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი ინიციატივები, რომლებიც:

  • მიმართულია თემში მცხოვრები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების (მარტოხელა ხანდაზმულები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, დევნილები, შშმპ-ები და სხვა) მხარდაჭერაზე;
  • მოიცავს სოციალური, საგანამანათლებლო, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით წარმოქმნილი პრობლემების შემსუბუქებაზე მიმართულ ქმედებებს;
  • პირველადი ჰუმანიტარული დახმარების გარდა, ითვალისწინებს COVID 19 პანდემიით წარმოქმნილ საჭიროებებზე (მაგალითად, უსაფრთხოება, უფლებრივი საკითხები, საჭირო სერვისებზე წვდომა) საგანმანათლებლო, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ საქმიანობებს.

    აუცილებელი პირობაა:

      • პროექტის განხორციელების პროცესი/დაგეგმილი საქმიანობები შესაბამისობაში უნდა იყოს საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრულ წესებთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებთან;
      • პროექტით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელება უნდა მოხდეს ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებთან შეთანხმებულად და კოორდინირებულად (რაც ასევე უნდა აისახებოდეს წარმოდგენილ განაცხადში).

    განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 16 მაისი, 17:00 საათი.

    დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

    “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. 1998 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო საქართველოში სათემო განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება, ხოლო 2011 წლიდან მის ბაზაზე თემის განვითარების რესურსცენტრი – CDRC ამოქმედდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას. რესურს ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისთვის, რომლებსაც სურთ თემის ინტერესთა დაცვაზე მიმართული საქმიანობების განხორციელება, ყოველწლიურად ცხადდება ღია საგრანტო კონკურსი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.