იდეების კონკურსი – კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ეკონომიკური ინტეგრაციისთვის
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“(ASB-Georgia), აცხადებს იდეების კონკურსს სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.
კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „განათლება ინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში.
საგრანტო კონკურსის მიზანი:
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერების და სოციალური მეწარმეობის განვითარების გზით.
იდეების კონკურსი ცხადდება ორი მიმართულებით:
ლოტი 1. ყოფილი მსჯავრდებულების და პრობაციონერების ინტეგრაციის და დასაქმების ხელშეწყობა.
ლოტი 2. მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და დასაქმება #16 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ ინტერესი ან/და უკვე მუშობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 23 აპრილი 2018 წელი, 18:00 სთ.