Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისათვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს დამწყები სოციალური საწარმოებისათვის იდეების საგრანტო კონკურსს.

კონკურსში ჩართვა შეუძლია სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.

საგრანტო კონკურსში მონაწილოების მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10% -იანი თანამონაწილეობა.

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: დამწყები სოციალური საწარმოს განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2021 წლის 30 ივლისი, 18:00 სთ.

დაინტერესებული პირებისთვის, Zoom პლატფორმის მეშვეობით 5 და 19 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება სემინარი და საკონსულტაციო შეხვედრა.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ აქ

კონკურსში ჩართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია და საგრანტო კონკურსის განაცხადი იხილეთ ბმულზე – https://bit.ly/3wQMjHL

პროექტის შესახებ:

2021 წლის მარტში, ევროკავშირის (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის (Advancing Social Entrepreneurship for Sustainable and Inclusive Society)“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო (YAG).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.