Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

იწყება ახალი კურსი ფრილანსერობის შესწავლისა და დისტანციური დასაქმების ხელშესაწყობად

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) იწყებს ახალი სასწავლო კურსის „როგორ გავხდე ფრილანსერი და დავსაქმდე დისტანციურად“ განხორციელებას.


კურსის მიზანია დაინტერესებულ ადამიანებს გააცნოს დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის დღეს არსებული შესაძლებლობები და შესთავაზოს კონკრეტული პროფესიები, რომლებიც მაღალანაზღაურებადი და საინტერესოა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამსაქმებლებისთვის.

კურსი მოიცავს:

• დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის შესაძლებლობებს საქართველოსა და მსოფლიოში;
• პლატფორმებს, რომლებიც ადამიანებს დაეხმარებათ, გახდნენ წარმატებული ფრილანსერები;
• პროგრამირებაში, გრაფიკულ დიზაინში, ქოფირაითინგში, ციფრულ მარკეტინგსა და სოციალური მედიის მენეჯმენტში დასაქმების გზებსა და ამ პროფესიების შესწავლის საშუალებებს;
• პერსონალურ ბრენდინგს, დროის პროდუქტიულად მართვასა და საქმიან კომუნიკაციას.

კურსი სრულად დაფინანსებულია და მასში მონაწილეობა შეუძლია 16 წელს ზემოთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს გურიაში, ქვემო ქართლსა და კახეთში, აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი და ფლობს ინგლისურს მინიმუმ A2 დონეზე. მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია.


ონლაინ კურსი შედგება 11 შეხვედრისგან – თითოეული მათგანი გაგრძელდება 2 საათს და ჩატარდება ყოველ შაბათს 14:00 საათზე.

კურსის დაწყების სავარაუდო თარიღია 5 მარტი (შერჩეულ კანდიდატებს მიეწოდებათ თარიღის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია).

 რეგისტრაცია შესაძლებელია აქ – https://cutt.ly/KPgMMbP

სასწავლო კურსი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის” ფარგლებში, რომლის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.