Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

კონკურსი – შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის – რეგიონები

2020 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის (EU) და “პური მსოფლიოსთვის” (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის” (“Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia”), რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის (WISE). საგრანტო კონკურსის მიზანია, შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების ინიცირების ან/და განვითარების მხარდაჭერა, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლების ეფექტური დასაქმების და ინტეგრაციის მიზნით.

საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონები: გურია, კახეთი, ქვემო ქართლი.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად/განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 14 000 ევროს ეკვივალენტს ლარში. 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5% -იანი თანამონაწილეობა.

განაცხადების წარდგენის პროცედურა: 

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს იდეის განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნის სათაურში მიუთითეთ: “სოციალური საწარმოს განაცხადი”.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ნოემბერი, 18:00 სთ

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

გსურს გაიგო მეტი შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს შესახებ?

მაშინ, გამოგვყევი ფეისბუქზე, ღონისძიების სადისკუსიო სივრცეში, სადაც მოგაწვდით საინტერესო სიახლეებს და ინფორმაციას WISE-ების შესახებ, გაგაცნობთ წარმატებულ პრაქტიკებს და შემოგთავაზებთ სხვადასხვა აქტივობას.



Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.