Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

კონკურსი ვიდეო რგოლის დამზადებაზე

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში აცხადებს კონკურსში ვიდეო რგოლის დამზადებაზე.

ვიდეო კლიპის მიზანია, ვიდეო კლიპის მიზანია საზოგადოების ინფორმირება თემში/სოფლად განხორციელებული პროექტების შესახებ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ივლისი

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).

პროექტი მინდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ფინანსური მხარდაჭერით.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.