კონკურსში „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ წარდგენილი ნამუშევრები
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (CSRDG) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, 2018 წელს პირველად ჩაატარა მედია კონკურსი „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.
კონკურსის მიზნად ისახავს, ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტს, რომელმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა საქართველოში რეგისტრირებულ მედია-საშუალებაში.
კონკურსის გამარჯვებულები, რომელთა ნაშრომებიც შეაფასა CSRDG-ის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ, უახლოეს მომავალში გამოვლინდებიან.
გაეცანით კონკურსში წარდგენილ ნაშრომებს
სტატია (ბეჭდური ან ონლაინ მედიით გასული):
-
- ლილი ალფაიძე – CSR და პორნოგრაფია;
- ინგა გვასალია / ვასილ სოფრომაძე – ბიზნესმენი, რომელიც 22 წელია ფოთში, პედაგოგებს და კურსდამთავრებულებს უანგაროდ აჯილდოვებს;
- სალომე გორგოძე / ბასტი მგალობლიშვილი – ღარიბთა ოქრო;
- მედეა გოგსაძე – (არა)საარსებო მინიმუმი, ანუ როგორ „გავიტანოთ გრენლანდია“ (ნაწილი I);
- ლიკა ენუქიძე – მოცეკვავე გოგოები შეშუპებული ხელებით;
- მედეა გოგსაძე – (არა)საარსებო მინიმუმი, ანუ როგორ „გავიტანოთ გრენლანდია“(ნაწილი II);
- ნინო ვართაპეტიანი – „დვირჰესი“ „დვირულას“ კალაპოტს აღარ შეუცვლის;
- ანა კობაიძე – ბიზნესი CO-ს მაღალი შემცველობით და უპასუხისმგებლობით დაღუპული თანამშრომლები – რას შეცვლის CSR-ი საქართველოში;
- შორენა ლაბაძე – ოჯახზე მორგებული სამუშაო გარემო – უცხო ფრაზა ქართული რეალობისთვის;
- შორენა ლაბაძე – ბიზნესის ნებაყოფლობითი არჩევანი – დღევანდელი კვერცხი თუ ხვალინდელი ქათამი?!;
- ვალერიან ლომიძე – ქართველთა პატრიოტიზმმა ჩაილურის წყალი დალია;
- გელა მამულაშვილი – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენებურად;
- ლიკა ჟორჟოლიანი – პასუხისმგებლობა უკეთეს სამყაროზე;
- ლელა ცინცლაძე – ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის;
- ბუბა ჩივაძე – სახიფათო მშენებლობები,დაუცველი სიცოცხლე ოჯახების გამოკვების სანაცვლოდ;
- ნატალია ჯალაღონია – დეკრეტული შვებულება მამებს და თითზე ჩამოსათვლელი სტატისტიკა;
- უშანგი ჯანგირაშვილი – დატყვევებული“ურალები ღაღადებენ“;
სატელევიზიო მასალა:
-
- ლილი ალფაიძე – ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა;
- ნინო ვართაპეტიანი – 10 ქვაბით დაწყებული ენერგოეფექტურობა ქვაბისხევში;
- ვერა იაშვილი – ,,ყარაჩოხელი,, – ახალი სახეობის ნაყინი ,,გურჯაანის ნაყინისგან”;
- სულხან მესხიძე – ხმის მიცემა გაუცნობიერებლად – ქობულეთში მცხოვრები ბოშები დახმარებას ითხოვენ;
- ნინო რამიშვილი – GWP-ის შეუსრულებელი ვალდებულებები;
მულტიმედია:
-
- ლაშა ბაბუხადია – ვიდეო;
- ნინო ვართაპეტიანი – ჩაფერფლილი შემოსავალი;
- ანა კობაიძე – კომპოტს CSR-ი აკლია – რატომ არის ქართული ბიზნესი „უმარილო“ „ეგზოტიკური ხილის“ გარეშე?!;
რადიო მასალა (რადიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა):
-
- სოფო გოდუაძე – პიკის საათი – ირინა სენდლერი;
- სოფო გოდუაძე – სოფო გოდუაძის საავტორო რუბრიკა;
- ია მახარაძე – მიგრაციის მარშრუტები;
- ია მახარაძე – კანონიერი შრომითი მიგრაციის შესაძლებლობები;
- ია მახარაძე – უცხოეთში დროებით დასაქმება და შედეგი;
- ნათია კაჭკაჭიშვილი – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სარგებელი;
- პიკის საათი – „ფოლადის მაგნოლიები“;
- ნინო ხუგაშვილი – დედები დასაქმების ბაზარზე;
ბლოგი:
- ლილი ალფაიძე – პერსონალური პასუხისმგებლობა, ანუ გაამოთ;
- ნიკოლოზ გაბლიაშვილი – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მისი შედეგები;
- სალომე გორგოშაძე – აბა, დღეს მე ვის რა ვარგე;
- მეგი კავთუაშვილი – CSR-ის ეპოქაში მშიერი ადამიანები პირამიდებს აღარ აშენებენ;
- მარიამ მჭედლიძე – CSR და კორპორაციული მოხალისეობა;
- ოლღა ცისკარიშვილი – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – ბიზნესის კეთილი ნება;
კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.