Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

მიმდინარე პროექტები

CSRDG-ს ძირითადი პროგრამა 2017-2020 წლები

პროექტის მიზანი

სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.

სტრატეგიული ამოცანები

  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რათა შეძლონ საკუთარი მიზნობრივი ჯგუფების ინტერესების დაცვა და მათთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება;
  • სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა და მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობა გაზრდა;
  • მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ეფექტური, ღია და საჭიროებებზე დაფუძნებული მმართველობის დასამყარებლად.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017 – 2020 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 1 232 400 ევრო

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

ევროკავშირის ახალი პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას.

ინიციატივის მიზანი

  • სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;
  • სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2020 წელი

პროექტის დონორები

პროექტის პარტნიორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 5 070 000 ევრო

2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება და გაიცემა 80-მდე გრანტი, რითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს

პროექტის მიზანი

პროდუქტების უსაფრთხოების დონის გაზრდა საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2019-2021 წელი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა

  • სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება უსაფრთხოების პარამეტრებზე, კერძოდ, ტანსაცმლის, ტექსტილის, ქალის აქსესუარების, კოსმეტიკის, ჰიგიენის საშუალებებისა და სურსათის.
  • სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის სისტემური ხარვეზების გამოვლენა და მათი მოგვარების ადვოკატირება.

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 506 433 ლარი

ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის

პროექტის მიზანი

ქალთა გენდერული თანასწორობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში. ასევე, სათემო ჯგუფებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ ბიზნესს შორის ურთიერთობების დამყარება და გაძლიერება.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2020 წელი (აღნიშნული პროექტის სამი ეტაპი დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს მეოთხე ეტაპი)

პროექტის დონორი

პროექტის პარტნიორები

  • ადგილობრივი კოორდინატორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 97 000 აშშ დოლარი

სრული ინფორმაცია თემის განვითარების პროგრამის შესახებ

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

პროექტის მიზანი

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბებით და მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნით.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2020 წელი

პროექტის დონორი

პროექტის პარტნიორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 243 530 ევრო

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

პროექტის მიზანი

ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა, სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

პროექტის ამოცანა

  • ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2021 წელი

პროექტის დონორი

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია

პროექტის პარტნიორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 112 600 ევრო

ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების ალტერნატიური მეთოდების დანერგვა

პროექტის მიზანი

მიზნობრივ თემებში, სათემო ლიდერებისა და ეკო კლუბების წევრთა ცნობიერების ამაღლება ნარჩენების ღია წვის ზიანსა და მის ალტერნატიულ მეთოდებზე, სადემონსტრაციო მეთოდების საშუალებით. პროექტი ხორციელდება კახეთის, სამეგრელოსა და გურიის – 50 თემში.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2019 წელი

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 90 000 აშშ დოლარი

ადგილობრივი თემების მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა ტერიტორიების კონსერვაციის საქმეში

პროექტის მიზანი

მიზნობრივ თემებში, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ეკოკლუბის წევრების ხელშეწყობა გარემოსდაცვითი საქმიანობების განხორციელებაში. კერძოდ, ორგანული ნარჩენების გადამუშავების გზით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიების დემონტრირებასა და განხორციელებაში.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2019 წელი

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 50 000 აშშ დოლარი

საქართველოში სურსათის უვნებლობის რეფორმების მხარდაჭერისათვის

პროექტის მიზანი

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხების განხორციელების ხელშეწყობა სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროში.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2019 წლის მარტი-სექტემბერი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა

  • სურსათის ევნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების თაობაზე საინფორმაციო მასალების მომზადება (ბუკლეტები, ელექტრონული პოსტერები, სატელევიზიო სოციალური რეკლამა), რეგიონულ ქალაქებში საზოგადოებასთან შეხვედრების მოწყობა და ჟურნალისტებისათვის სემინარის ჩატარება.

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 17 499.60 ევრო

სამოქალაქო განათლება სურსათის სფეროში მომხმარებლის უფლებების დასაცავად

პროექტის მიზანი

სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა.

პროექტის ამოცანა

სამოქალაქო განათლების დონის გაზრდა სურსათთან დაკავშირებულ მომხმარებლის უფლებების საკითხებზე.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2019-2020 წელი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა

  • საინფორმაციო მასალების მომზადება (ბუკლეტები, სატელევიზიო სოციალური რეკლამა, სატელევიზიო გადაცემები);
  • რეგიონულ ქალაქებში საზოგადოებასთან შეხვედრების მოწყობა;
  • ვებ გვერდის momxmarebeli.ge-ს ტექნიკური განახლება;
  • ბულგარეთის გამოცდილების შესწავლა;

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 25 000 ევრო
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.