Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ონლაინ სემინარი თემაზე – „როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ წარმატებული სათემო პროექტები?“

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გიწვევთ ონლაინ სემინარზე„როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ წარმატებული სათემო პროექტები?“

სემინარის მიზანია, სემინარის მიზანია სამოქალაქო ორგანიზაციების, სამოქალაქო ჯგუფებისა და უბრალოდ აქტიური მოქალაქეებისთვის გამოცდილების გაზიარება წარმატებული რეგიონული სათემო პროექტების, მათი დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების შესახებ. სემინარის ფარგლებში შეიტყობთ, თუ როგორ არის შესაძლებელი მცირე რესურსებით ადგილობრივი პრობლემების მოგვარება და თემის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელება. ღონისძიების მონაწილეებს ექნებათ კითხვების დასმისა და სპიკერებთან ინტერაქციის შესაძლებლობა.

სპიკერები:

  • ნინო ვასაძე – CSRDG თემის განვითარების პროგრამის კოორდინატორი
  • გვანცა კიკალეიშვილი – განათლების და განვითარების ცენტრი თოლისკური – დამფუძნებელი
  • ლუსინე დოსტიბეგიანი – თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი – დამფუძნებელი

სემინარის ჩატარების თარიღი და დრო: 9 ოქტომებრი, 15:00

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

სარეგისტრაციო ფორმა

სემინარი იმართება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.