Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

პოსტერების საერთაშორისო კონკურსი „ერთად ცხოვრების ხელოვნება“

აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელი სამოქალაქო განათლების კვირეულის „ერთად ცხოვრების ხელოვნება“ ფარგლებში (5-11 ოქტომბერი, 2020) აცხადებს „პოსტერების საერთაშორისო კონკურსს.

კონკურსის მიზანია, ადამიანების, საზოგადოებისა და სისტემების გაერთიანება ისეთი ღირებულებების გარშემო, როგორებიცაა: ადამიანის უფლებები, კულტურული მრავლფეროვნება და დემოკრატიული ღირებულებები.

კონკურსის ამოცანაა, გააღვიძოს მოქალაქეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ტოლერანტობა, სხვადასხვა ჯგუფის მიმართ მიმღებლობა და სოციალური ღირებულებები.

პოსტერების თემატიკა შეიძლება მოცავდეს შემდეგ საკითხებს:

  • გენდერული თანასწორობა;
  • ეთნიკური თანასწორობა;
  • მსოფლმხედველობის თავისუფლება (რელიგიური, პოლიტიკური თუ სხვა);
  • „ჩვენ ერთად“ – განსხვავებული გარეგნობის, ფიზიკური თუ მენტალური მდგომარეობის, სპეციალური საჭიროების მქონე, განსხვავებული ასაკისა და სოციალური სტატუსის ადამიანების მიმღებლობლობა;
  • ურთიერთგაგების ხელოვნება – ადამიანებს შორის ურთიერთგაგებისა და კომუნიკაციის დამყარების გზები; იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც ჩვენს გვერდით ცხოვრობენ; ეკომეგობრული გარემოს შექმნა და სხვ.;
  • ადამიანის უფლებები;
  • სამოქალაქო განათლების თემატიკასთან დაკავშირებული სხვა ღირებულებები.

მოთხოვნები ნამუშევრების მიმართ:

  • ზემოაღნიშნულ საკითხებთან შესაბამისობა;
  • არ უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ და კომერციულ რეკლამას;
  • არ უნდა ლახავდეს საავტორო უფლებებს;
  • პოსტერს უნდა ჰქონდეს სათაური;
  • თითოეულ ნამუშევარს თან უნდა ახლდეს შევსებული აპლიკაცია დაბალი რეზოლუციის ნამუშევარი.

ტექნიკური მოთხოვნები ნამუშევრის მიმართ:

პოსტერის ელექტრონული ვერსია უნდა გამოაგზავნოთ 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით ორი სახის ფორმატით: ელექტრონული პრრეზენტაციისთვის და საბეჭდი ვერსია.
1) გუგლ ფორმაში ასატვირთად პოსტერის მონაცემები – 210/150mm(ვერტიკალური),150 dpi რეზოლუციის, PDF ფორმატში.
2) ელექტრონულად გასაგზავნი პოსტერის მონაცემები – 1:1-ზე ფორმატი, ზომა – 700/500mm(ვერტიკალური), რეზოლუცია 300, PDF ფორმატი. არნიშნული პოსტერი უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე ვიტრანსფერის ლინკის მეშვეობით – eence.cew.poster@gmail.com

პოსტერის სახეობის (ფოტო, კოლაჟი, ნახატი და ა.შ.) შერჩევა მონაწილეებს შეუძლიათ საკუთარი შეხედულებისამებრ.

საკონკურსო ეტაპები:

  •  კვალიფიკაციის გავლა – ბოლო ვადა 2020 წლის 31 ივლისი – მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა: https://bit.ly/31Vxx65 და ამასთანავე გამოაგზავნო პოსტერი შემდეგ მისამართზე: eence.cew.poster@gmail.com
  •  პირველი რაუნდის გამარჯვებულების გამოვლენა (15 აგვისტო, 2020);
  •  ნახევარფინალისტების გამოვლენა (25 აგვისტო);
  •  მე-2 რაუნდის გამარჯვებულების (3 ფინალისტი) და ერთი საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა ონლაინ ხმის მიცემის მეთოდით;
  • საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა – 1 სექტემბერი, 2020
  •  გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება 5-11 ოქტომბერს, სამოქალაქო განათლების კვირეულის ფარგლებში

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/2ZSXgt8 ან დაუკავშირდით CSRDG წარმომადგენელს: kkandelaki@csrdg.ge Kristinekandelaki@gmail.com

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.