Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსი CSR-ის თემაზე

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იწვევს 35 წლამდე ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე.

კონკურსის მიზანია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 35 წლამდე ახალგაზრდებს (დიზაინერებს, ფოტოხელოვანებს, ფოტომოყვარულებს და ა. შ.), რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები.

კონკურსის მოთხოვნები:
– აპლიკანტებს ვთხოვთ, საკონკურსოდ წარმოადგინონ პრინტები/პოსტერები ან ფოტონამუშევრები, რომლებშიც ვიზუალისა და სლოგანის მეშვეობით
შემოქმედებითად არის გადმოცემული კორპორაციული სოციალური
პასუხისმგებლობის კონცეფცია ან მისი ერთ-ერთი კომპონენტი.
– ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მთავარ მესიჯს: „საზოგადოება იმსახურებს
პასუხისმგებელ ბიზნესს“ და შვიდიდან ერთ-ერთ ქვემესიჯს.
ქვემესიჯების არჩევანი:
1. აწარმოე ეთიკური ბიზნესი;
2. დაიცავი ადამიანის უფლებები;
3. დაიცავი შრომითი სტანდარტები;
4. დაიცავი გარემო რომელშიც ვცხოვრობთ;
5. მოეკიდე მომხმარებლებს პასუხისმგებლობით;
6. მოაგვარე შენი წილი სოციალური პრობლემები;
7. აწარმოე ბიზნესი გამჭვირვალედ;

– ნამუშევარმა უნდა გადმოსცეს მთავარი მესიჯი და ქვემესიჯი
კრეატიული სლოგან(ებ)ის მეშვეობით.
– ნამუშევრის განწყობა უნდა იყოს: პოზიტიური, ადვილად გასაგები, ინფორმაციული.
ერთმა პირმა საკონკურსოდ შეიძლება წარმოადგინოს რამდენიმე (მაქსიმუმ 3) ნამუშევარი.

კონკურსს ეყოლება 2 გამარჯვებული – ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, ხოლო მეორე გამარჯვებული (ხალხის რჩეული) გამოვლინდება Facebook გვერდზე დაგროვილი მოწონებების რაოდენობის მიხედვით (ხმის მიცემა გაგრძელდება ნამუშევრების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში).

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 31 მარტი

გთხოვთ გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას კონკურსის შესახებ

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 69 09 69 ან მოგვწეროთ: elene@csrdg.ge

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი(KAS).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.