Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსის გამარჯვებულები მალე გამოვლინდებიან

პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ განაცხადების მიღება დასრულებულია.

კონკურსს ეყოლება 2 გამარჯვებული – ერთ გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, ხოლო მეორე გამარჯვებული (ხალხის რჩეული) გამოვლინდება Facebook გვერდზე დაგროვილი მოწონებების რაოდენობის მიხედვით. ხმის მიცემა CSRDG-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მიმდინარეობს. ხმის მიცემისას ითვლება მოწონებისა და გულის ემოცია. ხმის მიცემა გაგრძელდება 27 აპრილის ჩათვლით.

კონკურსი მიმდინარეობს CSRDG-ის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.