2012 წლის პროექტები
ძლიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამოქალაქო განვითარებისთვის
პროექტის მიზანი
რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლების ცოდნის გაუმჯობესება და უნარ-ჩვევების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის გაუმჯობესების, სექტორში საქმიანობის ეფექტურობისა და ცნობადობის ამაღლებისთვის. კერძოდ, იმ სპეციფიური ცოდნის გადაცემა და უნარ ჩვევების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებასა და თემს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2012 წელი
პროექტის დონორი
პროექტის ბიუჯეტი
- 34 980 აშშ დოლარი
აქტიური მომხმარებელი საკუთარი უფლებების დასაცავად
პროექტის მიზანი
მომხმარებელთა უფლებების დაცულობის მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც მომხმარებლის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის კონტროლის გამკაცრების გზით.
პროექტის შედეგები
- ახალგაზრდების ჩართულობით ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც მომხმარებელთა დაცვის და სურსათის უვნებლობის საკითხებს ეხებოდა;
- მომზადდა ლექცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ;
- ვებ გვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია შემოწმებული სურსათის ვარგისიანობის შესახებ.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2012 – 2012 წელი
პროექტის დონორები
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო – Open Society Georgia Foundation
- პური მსოფლიოსთვის – Brot für die Welt (BtW)
პროექტის ბიუჯეტი
- 34 780 აშშ დოლარი
იცოდე რომელი სურსათია უვნებელი
პროექტის მიზანი
მომხმარებელთა უფლებების დაცულობის მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც მომხმარებლის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის კონტროლის გამკაცრების გზით.
პროექტის შედეგები
შემოწმდა მთელი რიგი სურსათის პროდუქტები, რომლის უვნებლობის შესახებ ინფორმაცია განთავსდა ვებპორტალ – momxmarebeli.ge-ზე და სოციალურ მედიაში.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2012 – 2013 წელი
პროექტის დონორები
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო – Open Society Georgia Foundation
- პური მსოფლიოსთვის – Brot für die Welt (BtW)
პროექტის ბიუჯეტი
- 29 040 აშშ დოლარი
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა სურსათის უვნებლობის რეფორმაში, მივირთმევ მაშასადამე მაღელვებს
პროექტის მიზანი
სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაძლიერება და ხელშეწყობა, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მიხედვით და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით.
პროექტის შედეგები
- მომზადდა საინფორმაციო მასალები ქართულ ენაზე
- სურსათის უვნებლობის შესახებ;
- გაიცა მცირე გრანტები სამოქალაქო ორგანიზაციებზე
- დარგის ექსპერტების მიერ, რეგულარულად ხორციელდებოდა გრანტის მიმღებ ორგანიზაციებთან კონსულტაციები;
- საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები მომხმარებლის უფლებების შესახებ.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2012-2014 წელი
პროექტის დონორი
პროექტის ბიუჯეტი
- 286 588 ევრო
ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის
პროექტის მიზანი
ქალთა გენდერული თანასწორობის და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში
პროექტის შედეგები
- პროექტის ორივე ეტაპზე ჯამურად ჩართული იყო 299 ლიდერი ქალი, შეიქმნა 50 სათემო ჯგუფი;
- ჩატარდა 60 ტრენინგი, 209 თემატური სემინარი და სამუშაო შეხვედრა;
- ჩატარდა გაცნობითი ხასიათის 12 ტური;
- მიკრო საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 87 პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 388 031 ლარს.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2012 – 2017 წელი
პროექტის დონორი
პროექტის პარტნიორები
პროექტის ბიუჯეტი
- 1 130 389 აშშ დოლარი
მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
პროექტის მიზანი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ადგილობრივ თვითმმართველობაში დემოკრატიისა და ადგილობრივი საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკული გამოყენების გაუმჯობესებით.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2012 წელი
პროექტის დონორები
პროექტის ბიუჯეტი
- 18 000 ევრო