2013 წლის პროექტები
მომხმარებელს მონაწილეობის უფლება აქვს
პროექტის მიზანი
მომხმარებლის უფლებების დამცველი ორგანიზაციების გაძლიერება, მათთვის ტექნიკური და საკანონმდებლო ექსპერტიზის მიწოდების გზით. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადექვატური და ეფექტური კანონის შემუშავების ხელშეწყობა და მისი განხორციელების ეფექტური მექანიზმების ადვოკატირება. ასევე, კანონის შექმნის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართვა.
პროექტის შედეგები
სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით მომზადდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტი.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2013 – 2014 წელი
პროექტის დონორები
- ფონდი ღია საზოგადოება საქართველო – Open Society Georgia Foundation
- პური მსოფლიოსთვის – Brot für die Welt (BtW)
პროექტის ბიუჯეტი
- 28 088 ევრო
საქართველოს ეროვნული პლატფორმის შესაძლებლობების გაზრდა და გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის
პროექტის მიზანი
ევროპული ინტეგრაციის, განსაკუთრებით აღმოსავლური პარტნიორობის პრიორიტეტების განხორციელების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული ფორუმის გაძლიერებით, ჩართულობით და თანამონაწილეობით.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2013-2014 წელი
პროექტის დონორი
პროექტის წამყვანი ორგანიზაცია
პროექტის ბიუჯეტი
- 5 400 ევრო
ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში
პროექტის მიზანი
მოლდავეთისა და საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ევროკავშირის სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკის გამჭირვალობის ხელშეწყობის გზით. ასევე, სურსათის უვნებლობის შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა და დაინტერესებული მხარეების მიერ SPS სტანდარტების უკეთ გაგება და გააზრება.
პროექტის შედეგები
- საქართველოსა და მოლდავეთში გაიხსნა მომხმარებელთა დახმარების ცენტრი;
- განხორციელდა ტრენინგები ახალგაზრდებისა და მომხმარებლეთა დახმარების ცენტრებისთვის;
- პროექტის ფარგლებში გაგრძელდა პროდუქტის შემოწმება და ონლაინ პლატფორმებზე – FB და momxmarebeli.ge-ზე ინფორმაციის განთავსება, მათი სარგებლიანობის შესახებ;
- განხორციელდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის ადვოკატირების კამპანია.
პროექტის ხანგრძლივობა
- 2013 – 2016 წელი
პროექტის დონორი
პროექტის ბიუჯეტი
- 1 056 976 ევრო