Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

2020 წლის პროექტები

CSRDG-ს ძირითადი პროგრამა 2017-2020 წლები

პროექტის მიზანი

სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.

სტრატეგიული ამოცანები

  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რათა შეძლონ საკუთარი მიზნობრივი ჯგუფების ინტერესების დაცვა და მათთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება;
  • სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა და მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობა გაზრდა;
  • მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ეფექტური, ღია და საჭიროებებზე დაფუძნებული მმართველობის დასამყარებლად.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017 – 2020 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 1 232 400 ევრო

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

ევროკავშირის ახალი პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას.

ინიციატივის მიზანი იყო:

  • სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;
  • სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2020 წელი

პროექტის დონორები

პროექტის პარტნიორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 5 070 000 ევრო

2017-2020 წლებში პროექტის ფარგლებში დაიხარჯა 5 მილიონ ევროზე მეტი, განხორციელდა 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება და გაიცა 715 ათასი ევროს მოცულობის 80-ზე მეტი ქვეგრანტი. პროექტით ისარგებლა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდების, მასწავლებლების, უნივერსიტეტების, ცენტრალური და რეგიონული მედიის, კორპორაციულ-სოციალურ პასუხისმგებლობაში ჩართული ბიზნესის, ადგილობრივი თვითმმართველობის 10 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა. პროექტის საზოგადოებრივმა კამპანიამ მილიონზე მეტ მოქალაქეს მიაწვდინა ხმა.

აღსანიშნავი შედეგები:

  • 2018 წელს, პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora’, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR პროექტები და მოიპოვონ აღიარება. ამ სამი წლის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო კომპანიამ 180-მდე განხორციელებული CSR პროექტით მიიღო;
  • ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდა არასამთავრობო ორგანიზაციების 400-ზე მეტ წარმომადგენელს. ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგში არასამთავრობო სექტორის მეტად ჩართულობის წახალისების მიზნით გაიცა 30-მდე გრანტი და ჩამოყალიბდა აქტიურ ორგანიზაციათა ეფექტური თანამშრომლობის ქსელი. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით შექიმნა საგანმანათლებლო ვებგვერდი www.asocireba.ge;
  • პრობონო მარათონების ფარგლებში 16 ბიზნესკომპანიამ უსასყიდლოდ გაუწია დახმარება და გადასცა ცოდნა და გამოცდილება 18 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას;
  • „სათემო ლიდერთა ფორუმი“ იქცა ტრადიციად და მას ყოველწლიურად სათემო ორგანზაციების საშუალოდ 140 წარმომადგენელი ესწრებოდა. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას და ამით ხელს უწყობდნენ ინოვაციური იდეებისა და პროექტების რეგიონიდან რეგიონში გადატანას;
  • საზოგადოებრივი კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურებოდა როგორც სამოქალაქო ღირებულებების, ისე სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. კამპანია იყენებდა როგორ ტრადიციული ისე ახალი მედიის არხებს. ეროვნულ ტელევიზიებში გავიდა 75 სიუჟეტი და გაიმართა 8 თოქშოუ, რომელიც საერთო ჯამში 2 მილიონამდე მნახველმა ნახა; 11 რეგიონული ტელეარხის ეთერში გავიდა 165 გადაცემა, რომელზე წვდომაც 300 ათასზე მეტ ადამიანს ჰქონდა. კამპანის ონლაინპროდუქტები საერთო ჯამში 400 ათას ადამიანს მიეწოდა.
  • პროექტის ფარგლებში შეირჩა 10 რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაცია და ისინი ასრულებდნენ რეგიონული ჰაბების – ანუ ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივიზმის საინფორმაციო და ლოჯისტიკური მხარდამჭერის ფუნქციებს.

პროექტის ელექტრონული რესურსები

პროექტის სოციალური მედია გვერდები

უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს

პროექტის მიზანი

პროდუქტების უსაფრთხოების დონის გაზრდა საქართველოში

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2019-2021 წელი

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა

  • სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება უსაფრთხოების პარამეტრებზე, კერძოდ, ტანსაცმლის, ტექსტილის, ქალის აქსესუარების, კოსმეტიკის, ჰიგიენის საშუალებებისა და სურსათის.
  • სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის სისტემური ხარვეზების გამოვლენა და მათი მოგვარების ადვოკატირება.

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 506 433 ლარი

ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის

პროექტის მიზანი

ქალთა გენდერული თანასწორობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში. ასევე, სათემო ჯგუფებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ ბიზნესს შორის ურთიერთობების დამყარება და გაძლიერება.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2020 წელი (აღნიშნული პროექტის სამი ეტაპი დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს მეოთხე ეტაპი)

პროექტის დონორი

პროექტის პარტნიორები

  • ადგილობრივი კოორდინატორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 97 000 აშშ დოლარი

სრული ინფორმაცია თემის განვითარების პროგრამის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

პროექტის მიზანი

ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა, სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

პროექტის ამოცანა

  • ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2021 წელი

პროექტის დონორი

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია

პროექტის პარტნიორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 112 600 ევრო

გლობალური დათბობის კამპანია - შესაძლებლობა შევცვალოთ მომავალი

პროექტის მიზანი

ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შემცირების მიმართულებით, სკოლის მასწავლებლებში, თემის ლიდერებსა და ეკო კლუბების წარმომადგენლებში. ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაცია სამიზნე საზოგადოებებში.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2019-2020 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 51 500 დოლარი

მხარდაჭერის სახლი – მომსახურებები დღეგრძელთა ღირსეული ცხოვრებისთვის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში

პროექტის წინაპირობა

საქართველო და ბოსნია-ჰერცოგოვინა დგას მოსახლეობის სწრაფად დაბერების პროცესის, მრავალთაობიანი ოჯახური თანაცხოვრების მოდელის დაშლის და მშობლიური ქალაქებიდან და სოფლებიდან ახალგაზრდების გადინების წინაშე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი იწვევს მარტოდ დარჩენილი ხანდაზმულების რაოდენობის მატებას, რომელთაც არ ჰყავთ მზრუველები. ამასთან, ხანდაზმულები ქვეყნის სოციალური პოლიტიკისთვის კვლავ უხილავ სამიზნე ჯგუფად რჩებიან. ორივე სამიზნე ქვეყანაში, ხანდაზმულთა შინმოვლა ძირითადად ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების ან კერძო კომპანიების მიერ. სახელმწიფო პროგრამები კი სრულად ვერ ფარავს საჭიროების მქონე პირებს, ან არ არის ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული. ასეთი დაქსაქსული ზრუნვის სფეროს პრობლემა, ზრუნვის ერთიანი სტანდარტის არარსებობა და არამდგრადი ფინანსური მხარდაჭერაა. საუკეთესო შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელთა უმეტესობა, იყენებს ზრუნვისა და სწავლების საკუთარ სტანდარტებს, მაშინ, როდესაც სხვები ასაქმებენ დაბალკვალიფიციურ მომვლელებს, და მომსახურების მიმღებთ ძვირადღირებულ ან დაბალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყველა ზემოხსენებულ ფაქტორს ემატება ამ ორ ქვეყანაში ხანდაზმულთა გაურკვეველი მომავალი, რაც საერთო ჯამში ბევრ მათგანს ხდის ძლიერ მოწყვლადს და ხელს უშლის მათი „ღირსეულად დაბერების“ უფლების რეალიზებაში.

პროექტის მიზანი

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხანდაზმულებისთვის შინმოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ოთხ მუნიციპალიტეტში (ორი საქართველოში და ორი ბოსნია-ჰერცოგოვინაში) და წვლილი შეიტანოს ისეთი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის ჩარჩოს შექმნაში, რომელიც გააუმჯობესებს ხანდაზმულთა მდგომარეობას საზოგადოებაში და უზრუნველყოფს მათი უფლებების რეალიზებას.
აღნიშნული მიზანი მიიღწევა ფინანსურად მდგრადი სოციალური მომსახურების მიმწოდებლების, ე.წ. „მხარდაჭერის სახლების“, დაფუძნებით, რომლებიც: ა) შექმნიან და განახორციელებენ ერთიანი ხარისხის სტანდარტის შესაბამის შინმოვლის ინტეგრირებული მომსახურების მოდელების პილოტირებას და ბ) იფუნქციონირებენ როგორც შინმოვლის მომსახურებების ცოდნის კერები, უზრუნველყოფენ მომვლელების კომპეტენციის განვითარებას, შესთავაზებენ ხანდაზმულების საჭიროებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტირებას, ჯანმრთელი დაბერების ხელშემწყობ ღონისძიებებს და უზრუნველყოფენ ცნობიერების ამაღლებასა და ადვოკატობას.
პროგრამის ფარგლებში განვითარებული მომსახურების მოდელი, დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და კონკრეტულად, ავსტრიულ ცოდნას ინტეგრირებული შინმოვლის მომსახურებების მოდელის შესახებ, რომელსაც Hilfswerk-ი მუდმივად გაუზიარებს პროექტის პარტნიორებს (ქვეყნებს შორის თანასწორთა განათლება).

პროექტის ღონისძიებები

    • მუნიციპალიტეტების და მომსახურებით მოსარგებლეთა საჭიროებების შეფასება;
    • მხარდაჭერის სახლის ორგანიზაციული მოწყობა, ბიზნეს მოდელების და მომსახურების პაკეტების დაგეგმვა;
    • შინმოვლის ჯგუფის წევრების და მოხალისეების ტრენინგი;
    • მომსახურების პილოტირება და თანმხლები ხარისხის მართვა;
    • ჯანმრთელი დაბერების ღონისძიებები და კონსულტაციები;
    • დვოკატობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პროექტის სამზნე ჯგუფი / ბენეფიციარები

მთლიანობაში პროექტში ჩაერთვება სულ მცირე 1.000 პირი და 40-ზე მეტი ორგანიზაცია:

    • შინმოვლის მომსახურებას მიიღებს 240 ხანდაზმული და 140 პირი ისარგებლებს ჯანმრთელი დაბერების ღონისძიებებით;
    • 450 ოჯახის წევრი;
    • მინიმუმ 30 მომვლელი და 20 მოხალისე;
    • მინიმუმ 85 თანამშრომელი ადგილობრივი მთავრობებიდან;
    • მინიმუმ 60 თანამშრომელი სხვადასხვა ორგანიზაციიდან.

 დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ

  • პროექტის პერიოდი: იანვარი 2020 – დეკემბერი 2023

     პროექტი ხორციელდება

  • Hilfswerk International-ის მიერ www.hilfswerk.at/international/en პარტნიორებთან Hilfswerk International-ის სარაევოს ოფისი და „HAJDE დახმარებისა და განვითარების ასოციაცია“ ერთად ბოსნია-ჰერცოგოვინაში, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი“ ერთად საქართველოში. 
  • ფინანსური მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA)

      საკონტაქტო ინფორმაცია

  პროექტის ადგილობრივი პარტნიორი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი CSRDG

      ეკა დათუაშვილი, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი

      ტელ: (995 32) 2 39 90 19

      ელ.ფოსტა:edatuashvili@csrdg.ge;

 

გამჭვირვალეფარიანი პირბადე ადამიანის უფლებებისთვის

პროექტის აღწერა

სამთვიანი პროექტი “გამჭვირვალეფარიანი პირბადე ადამიანის უფლებებისთვის” 2020 წლის დეკემბერში დაიწყო „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა“ პარტნიორ ორგანიზაციასთან – “ფონდ აურესთან“ ერთად.

პროექტის მიზანი

სმენის სირთულეების მქონე ადამიანების (მათ შორის ხანდაზმულთა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა) მდგომარეობის გაუმჯობესება COVID-19-ის პრევენციული ზომების ნეგატიური შედეგების შემცირების გზით

პროექტის ამოცანა

გამჭვირვალეფარიანი პირბადეების პილოტირებით სმენის სირთულეების მქონე პირთა მომსახურებებზე მისაწვდომობისა და სოციალური ინტეგრაციის ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა.

მოსალოდნელი შედეგები

  • პირისპირ სოციალური მომსახურებების ადაპტირება სმენის სირთულეების მქონე ადამიანებისთვის, გამჭვირვალეფარიანი პირბადეების მომსახურებაში პილოტირების საშუალებით;
  • გამჭვირვალეფარიანი პირბადის ინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა, შიდა რეგულაციების ადაპტირების და ადამიანური რესურსების გადამზადების გზით ;
  • გამჭვირვალეფარიანი პირბადის პოპულარიზაცია;
  • ახალგაზრდული თემის გაძლიერება სმენის სირთულეების მქონე პირთა საჭიროებების ადვოკატებისათვის.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 1.12.2020 -28.02.2021 (3 თვე)

პროექტის დონორი

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის (EaP Civil Society Forum) რეგრანტირების სქემის (FSTP) ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის მიერ რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ნაწილს. რეგრანტირების სქემის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (EaP CSF) მხარს უჭერს წევრების პროექტებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ფორუმის მისიისა და ამოცანების მიღწევაში.
გრანტები ხელმისაწვდომი აღმოსავლეთ პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. მხარდაჭერის ძირითადი თემატიკაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ეკონომიური ინტეგრაცია, გარემოს დაცვა და ენერგია, ადამიანებს შორის კონტაქტი, სოციალური და შრომითი პოლიტიკა

პროექტის ბიუჯეტი

  • 15 304 ევრო

უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

პროექტის აღწერა

პროექტი “უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის”, რომლის მიზანია ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება და შენარჩუნება გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ლიდერობით, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.

პროექტის მიზანი

ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის განვითარება სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის გურიაში, კახეთსა და ქვემო ქართლში.

პროექტის ამოცანები

დასაქმების ახალი შესაძლებლობები შექმნილია სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელისა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით.


სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს აქვთ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.

მოსალოდნელი შედეგები

  • სწავლისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები ადგილობრივ სამუშაო მაძიებლებს სთავაზობენ კომპლექსურ და საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებებს
  • ინოვაციური და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობები შექმნილია სამიზნე რეგიონებში, სექტორთაშორისი თანამშრომლობის გზით
  • სამიზნე რეგიონების სკოლებში შექმნილია მეწარმეობისა და კარიერის განვითარების კლუბები, რომელებიც მოსწავლეებს სთავაზობენ სამეწარმეო უნარების განვითარების პროგრამებს
  • პროფესიული სასწავლებლები სამიზნე რეგიონებში ახდენენ ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებების გამოვლენას და პასუხობენ მათ მოთხოვნის შესაბამისი პროგრამების განვითარებით

პროექტის ხანგრძლივობა

  • 36 თვე – 2020 – 2023 წელი

პროექტის ბიუჯეტი

  • 1,156,573 ევრო (EU – 925,255, თანადაფინანსება – 231,319)

მიმდინარე აქტივობები:

პროექტის დონორი

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში

პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი; საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია.

კოვიდ 19 პანდემიაზე რეაგირების სათემო ინიციატივები

პროექტის აღწერა

პროექტის ინიცირება განაპირობა პანდემიით შექმნილმა რთულმა სოციო-ეკონომიკურმა მდგომარეობამ და იგი, როგორც შემავსებელი კომპონენტი დაშენდა ცენტრის მიმდინარე პროექტზე „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“, რომელიც საქართველოს 2 რეგიონს ფარავს. ახალი ინიციატივის ფარგლებში, გაფართოვდა არეალი გურიის რეგიონზე და მან ჯამში 11 მუნიციპალიტეტის 27 თემი მოიცვა. (სამეგრელო, კახეთი, გურია)

პროექტის მიზანი

პანდემიით შექმნილი რთული სოციო-ეკონომიკურმა მდგომარეობის გაუმჯობესება, მიზნობრივრივი რეგიონების ეკონომიკური საქმიანობების მხარდაჭერის გზით.

პროექტის ამოცანები

  • COVID 19 -ით გამოწვეულ პრობლემების და გამოწვევების იდენტიფიცირება და ადვოკატირება
  • ქალთა სამეწარმეო უნარების გაძლიერება
  • ქალთა სამეწარმეო საქმიანობების ფინანსურ მხარდაჭერა

პროექტის ხანგრძლივობა

  • ივნისი-დეკემბერი 2020 წელი

პროექტის ბიუჯეტი

  • 10 000 ევრო

პროექტის დონორი

  • გაეროს განვითარების პროგრამა
  • საერთაშორისო ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის

ერთიანობა და სოლიდარობა COVID_19-ის წინააღმდეგ I

პროექტის მიზანი

სათემო ცენტრების ბაზაზე ფორმირებული მოხალისეთა ქსელის მეშვეობით პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენა/ეფექტის შემცირება კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებში.

სტრატეგიული ამოცანები

  • აღნიშნული რეგიონის ფარგლებში, შერჩეულ 13 მუნიციპალიტეტში (საგარეჯო, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, აბაშა, ხობი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ოზურგეთი, გორი და წალკა) მოქმედი სათემო ორგანიზაციების ბაზაზე ადგილობრივი მოხალისეთა 2 კაციანი (ჯამში 60 მოხალისე) ჯგუფის ფორმირება და შესატყვისი ცოდნითა/ინსტრუმენტებით აღჭურვა;
  • ამ მუნიციპალიტეტებში შერჩეული მოწყვალდი ჯგუფებისათვის (თითო თემში 15-20 ოჯახი, ჯამში 550-მდე ოჯახი) პირველადი საჭიროებების უზრუნველყოფა, სოციალური დახმარების პაკეტის და ინფორმაციის მიწოდებით

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2 თვე

პროექტის დონორი

  • ღია საზოგადოების ფონდი

პროექტის ბიუჯეტი

  • 20 000 დოლარი

ერთიანობა და სოლიდარობა COVID_19-ის წინააღმდეგ II

პროექტის მიზანი

სათემო ცენტრების ბაზაზე ფორმირებული და გადამზადებული მოხალისეთა ქსელის მეშვეობით პანდემიით გამოწვეული ნეგატიური გავლენა/ეფექტის შემცირება კახეთის, სამეგრელოს, გურიის რეგიონებში.

სტრატეგიული ამოცანები

  • ადგილობრივი მოხალისეთა ჯგუფების, ასევე რეგიონალური პარტნიორების დახმარებით მოწყვლადი ჯგუფების ბაზის განახლება და მათი საჭიროებების სიღრმისეული იდენტიფიცირება;
  • საჭიროებების შესაბამისად მოწყვლადი ჯგუფებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთების/მასალის შეძენა-დარიგება.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 3 თვე

პროექტის დონორი

  • ღია საზოგადოების ფონდი

პროექტის ბიუჯეტი

  • 21 477 დოლარი
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.