Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

პროექტის “კოვიდ-19 პანდემიაზე რეაგირების სათემო ინიციატივები” ფარგლებში გამოცხადებული ბიზნეს პროექტების საგრანტო კონკურსის შედეგები

პროექტის “კოვიდ-19 პანდემიაზე რეაგირების სათემო ინიციატივები” ფარგლებში გამოცხადდა ორი დახურული საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 31 საოჯახო ბიზნეს იდეა.
საგრანტო კონკურსის მიზანი იყო ქალთა სამეწარმეო საქმიანობების ფინანსურსი მხარდაჭერა.
აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ და განმახორციელებია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. თანადამფინანსებელია საერთაშორისო ორგანიზაცია “პური მსოფლიოსთვის”.
იხილეთ საგრანტო კონკურსის შედეგები:

  1. ფ.პ. მაია კვაჭაძე -თხილის სარჩევი – გურია, ოზურგეთი,  ჯუმათის თემი, სოფ. ჯუმათი; ჯუმათის თემში მცხოვრები ფერმერებისთვის (400–მდე კომლი),  თხილის ფერმერული მეურნეობისთვის საჭირო თხილის გარჩევის სერვისის მიწოდება.
  2. ფ.პ. ნინო დარჩია – მცირე ტიპის სამკერვალო ჯუმათის თემში – გურია,ოზურგეთი,  ჯუმათის თემი, სოფ. ჯუმათი; თეთრეულის, პირბადეების, ტილოს ჩანთების შეკერვა და გაყიდვები. დამატებით სამკერვალოში ინდივიდუალური შეკვეთების მიღება და ტანსაცმლის გადაკეთების სერვისის მომსახურება. 
  3. ფ.პ. ეთერი გვენეტაძე ჯიშკარიანი – სერვისები სოფლად მცხოვრები – გურია,ოზურგეთი,  ჯუმათის თემი, სოფ. ბოგილი;სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის საჭირო იარაღების რესურსცენტრის მოწყობა.
  4. ფ.პ. ლია კიკვაძე – სალონი მერიის თემში– გურია, ოზურგეთი, მერიის თემი, სოფ.  ხვარბეთი. სილამაზის სალონის მოწყობა სოფლის ცენტრში რომელიც მოემსახურება ქალებს და მამაკაცებს. 
  5. ფ.პ. ნათელა წუწაშვილივ- იზას ნაღები– კახეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, ჯოყოლოს თემი, სოფ. ჯოყოლო; თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით – სეპარატორის მეშვეობით, ნაღების და კარაქის წარმოება. წარმოებული პროდუქტის გაყიდვა მუნიციპალიტეტის სასურსათო ბაზარზე და საოჯახო სასტუმროებში.                                                                                   
  6. ფ.პ. ცისანა როსტომაშვილი -საოჯახო სამკერვალო– კახეთი, თელავი, რუისპირის თემი, სოფ რუისპირი; ქალის და კაცის ტანსაცმლის, ფარდების და სხვადასხვა სახის პროდუქტის სამკერვალო სალონი.
  7. ფ.პ ირმა გიგაური -ხილ -ბოსტნეულის ღია ტიპის მაღაზია– კახეთი, თელავი, რუისპირის თემი, სოფ რუისპირი; სოფელ რუისპირში საკუთარი მიწის ნაკვეთზე , სახლის ეზოში გარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მოწყობა, რომელიც ორიენტირებული იქნება რუისპირის მოსახლეობის ხილ-ბოსტნეულით მოთხოვნის ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფაზე.
  8. ფ.პ. თამარ ბუთხუზი – სილამაზის სალონი– კახეთი, თელავი, რუისპირის თემი, სოფ რუისპირი; სილამაზის სალონი , რომელიც მოემსახურება ბავშვებს და ქალბატონებს ( თმის შეჭრა,დავარცხნა,მელირება,შეღებვა).
  9. ფ.პ. თამარ ლაცაბიძე -საკონდიტრო “თამარი”– კახეთი, თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაფარეული; ტორტების და საკონდიტრო პროდუქტის წარმოება გაყიდვები, დამატებით ინდივიდუალური შეკვეთების მიღება და ტორტების ადგილობრივ მაღაზიაში ჩაბარება.
  10. ფ.პ. ბელა ბაბისაშვილი -სალონი „ბელა“– კახეთი, თელავი, ფშავლის თემი, სოფ ლალისყური; სოფ. ლალისყურში სილამაზის სალონის გახსნა და ამით ფშავლის თემსა და მის მიმდებარე სოფლებში, მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა თავის მოვლის საშუალებებზე.
  11. ფ.პ. მანანა არჯევნიშვილი – საკონდიტრო ნაწარმი – „პრალინე“– კახეთი,, ლაგოდეხის რაიონი სოფ, შრომა; ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტორტების წარმოება.
    მოლაპარაკებები აქვს ნიკორას მაღაზიასთან რათა ადგილობრივ ქსელში შეიტანოს პროდუქტი.
  12. ნაზიბროლა ლომიძე დუღაშვილი ,, გარეგნულ იერსახეზე ზრუნვა სილამაზის სალონიდან იწყება“– კახეთი,ლაგოდეხი, შრომა, სოფ შრომა; თმის შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა, მელირება, ომბრე, შილაკი, ფრჩხილის დაგრძელება და სხვა სახის მომსახურება სილამაზის სალონში.
  13. თეა ბადურაშვილი – საცხობი გამსახურდია– კახეთი, ყვარლის მუნიციპალიტეტი სოფ. ენისელი; პროექტის ფარგლებში დანერგა ახალი ტექნოლოგია, რომელიც დააჩქარებს ცხობის პურის ცხობის პროცესს. (გამსახურდია საცხობი ტექნოლოგია).
  14. ფ.პ. მარიამი ბუშელაშვილი – ესთეტიური სილამაზე სოფლის ქალებისთვის– კახეთი, ყვარელი, ენისელის თემი, სოფ ენისელი; ლაზერული აპარატის შეძენა და ეპლიაციის მომსახურების შეთავაზება სოფლად მცხოვრები ქალებისათვის.
  15. ანა დარბაიძე ფოტო- სტუდიოს განახლება– კახეთი, ლაგოდეხი, აფენის თემი, სოფ აფენი; განახლებულ ფოტო სტუდიოში ახალი სერვისების დანერგვა: ბაღისა და სკოლის გამოსაშვები ალბომების დამზადება; იდივიდუალური და სადღესასწაულო ფოტო გადაღება ადგილზე მისვლით; ქსერო-ასლების გადაღება; მაგნიტური ფოტო/სტიკერების დამზადება.
  16. ფ.პ. ნათია სისვაძე – საოჯახო საჩირე– კახეთი, ლაგოდეხი, სოფელი აფენი;ხილის საშრობი ტექნიკის შესყიდვა და ჩირის წარმოება.
  17. ფ.პ. ლალი ბოჭორიშვილი – ლალის ყავის სახლი– კახეთი, ლაგოდეხი. ჭიაურის თემი, სოფელი თამარიანი; იდეა გულისხმობს ყავის საფქვავის დამონტაჟებს და ყავის გაყიდვას დაფასოებულ შეფუთვაში. განვითარების გეგმის მიხედვით შესაძლებელია ადგილზე ყაის მომზადება და „კაფის“ სივრცის გახსნა.
  18. ფ.პ. თეა გელაშვილი – ,,ატარე უცხო,,– კახეთი, ლაგოდეხი, ვარდისუბანის თემი, სოფ ვარდისუბანი; სუტაჟის მასალით ხელნაკეთი სამკაულების დამზადება და გაყიდვა.
  19. ფ.პ. ხათუნა ხაბაიანი -სწრაფი კვების ობიექტი – ,,2 წუთში,,– კახეთი, ლაგოდეხი ვარდისუბნის თემი სოფელი სვიდება. იდეა გულისხმობს საკუთარ ეზოში სწრაფი კვების ობიექტის გახსნას, სადაც გაიყიდება ლობიანი, ხაჭაპური და სხვა მსგავსი პროდუქტი. ობიექტიდან იმოქმედებს „თან წაიღე სერვისი“.
  20. ფ.პ. ნაირა მეხრიშვილი – „ახლადდაფქული ყავა – მაცოცხლებელი ძალა“– კახეთი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, ცოდნისკარის თემი, სოფელი ცოდნისკარი; იდეა გულისხმობს ყავის სახლის გახსნას დამატებით ადგილზე მიტანის მომსახურებით. ადგილზე გაიყიდება ახალ დაფქული ყავა, უალკოჰოლო სასმელები და ჩაი. 
  21. ფ.პ. ნარგიზი ბერიძე – „სილამაზის სალონი სოფლად მცხოვრები მოსახლეობის განწყობის შესაცვლელად“– კახეთი, ლაგოდეხი, ჭიაურის თემი, სოფ ჰერეთისკარი; კეთილმოწყობილი სალონური სივრცის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის თმის შეჭრის, ვარცხნილობების, წარბის კორექციის, მანიკური/პედიკურისა და სხვა მომსახურების შეთავაზება.
  22. ფ.პ. ფატმან ჯანყარაშვილი – სამკერვალო სალონი თქვენი იდეების სამსახურში– კახეთი, დედოფლისწყარო, ხორნაბუჯის თემი, სოფ ხორნაბუჯი; ქალის და კაცის ტანსაცმლის, ფარდების, თეთრეულის და სხვადასხვა სახის პროდუქტის სამკერვალო სალონი.
  23. ლალი ალადაშვილი – ყავის საფქვავი– კახეთი, დედოფლისწყარო, სოფელი არბოშიკი; იდეა გულისხმობს ყავის საფქვავის დამონტაჟებს ცალკე გამოყოფილ სივრცეში. ადგილზე გაიყიდება ახალ დაფქული ყავა შეფუთვით.
  24. ი.მ. მაკა აფაქიძე – სილამაზის სალონი “ მაკა“– სამეგრელო, ჩხოროწყუ,ლესიჭინეს თემი,სოფ ლესიჭინე; სილამაზის სალონი რომლეიც მოემსახურება ქალებს სხვადსხვა სერვისით: თმის შეჭრა , დავარცხნა შეღებვა.
  25. ი.მ რუსუდან ნაჭყებია – სილამაზე უპირველესყოვლისა– სამეგრელო, მარტვილი, ბანძას თემი, სოფ ბაძა; სილამაზის სალონის ხარისხიანი მომსახურება ნებისმიერი ასაკის ადამინაისთვის, მათ შორის თმის შეჭრის, მოვლის მომსახურება და ფრჩხილების მოვლის ხარისხიანი მომახურება.
  26. ფ.პ. ლარისა გოგუა -სხვადასხვა სახის ნამცხვრების გამოცხობა ოჯახურ პირობებში.– სამეგრელო, ნაფიჩხოვოს თემი-ხანწკის უბანი; იდეა გულისხმობს საკონდიტრო – ნამცხვრების წარმოებას .პროდუქტი გაიყიდება როგორც სახლიდან ასევე ჩაბარდება ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებს.    
  27. ფ. პ. ნატო ახალაია – სამკერვალოს განვითარება– სამეგრელო, ჩხოროწყუ, ხაბუმეს თემი, სოფ ხაბუმე; ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ტექსტილის სამკერვალო (ტანსაცმელი, ლოგინის თეთრეული, ფარდები, ჩანთები, წინსაფრები და ა.შ.).
  28. ი.მ ეკატერინე პაპავა – ,,დედის ხელით დაპურება’’– სამეგრელო, ქალაქი ჩხოროწყუ; საკონდიტრო საცხობი რომელიც მოემსახურება სკოლებს და ადგილობრივ მოსახლეობას.
  29. ფ.პ. კანკავა მაია – ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი– სამეგრელო, სენაკი, ნოქალაქევის ტემი, სოფ ნოქალაქევი; ცენტრის მსმენელებისთვის ისეთი გარემოპირობების შექმნა სადაც უცხო ენის შესწავლას პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მიუხედავად განახლებული ტექნიკითა და მიდგომებით შეძლებენ როგორც ახალგაზრდები ასევე ზრდასრული მოსახლეობა.
  30. ი.მ ლამზირა კვარაცხელია -,,მორთი’’ – საცხობი– სამეგრელო, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი მუხური; საოჯახო სასტუმროში საცხობის სივრცის მოწყობა (პროდუქტი: პიცა, ფენოვანი ხაჭაპური, ლობიანი (ასევე ფენოვანი და ნახევრად ფენოვანი), ჰოთდოგი) .
  31. ფ.პ. იათამზე შარია – ფაქიზო– სამეგრელო, ხობი, თორსის თემი, სოფელი თორსა; გულისხმობს თანამედროვე აგროტექნიკის სათესის ხარისხიანი სერვისის მიწოდება სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რაც გულისხმობს აგროვადებში სიმინდის,სოიოს დათესვას,სიმინდის მწკრივად მოწყობას ყანაში, მიწის დაფრეზვას/ სასუქის დაყრას ხელმისაწვდომ ფასებში.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.