საერთაშორისო ბაკალავრიატის ორწლიანი პროგრამა
ხარ 15-17 წლის? ხარ სოციალურად აქტიური და არ გინდა გაჩერდე იმაზე, რასაც მიაღწიე? გინდა მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა? გინდა ისწავლო საერთაშორისო გარემოში და მოეწყო მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში? მაშინ, ეს ინფორმაცია შენთვისაა.
United World Colleges (UWC)– ეს არის საერთაშორისო ბაკალავრიატის ორწლიანი პროგრამა (უნივერსიტეტამდელი მომზადება), დიპლომი, რომელიც საშუალებას გაძლევს მოეწყო მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში. მაგრამ არც ეს არის მთავარი – ეს მსოფლიო მასშტაბის მოძრაობაა, რომელიც მიზნად ისახავს აღზარდოს ლიდერები, რომლებიც მზად არიან მაღალი დონის განათლების მიღების შემდგომ დაბრუნდნენ და ხელი შეუწყონ მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლას თავიანთი სახლებიდან, ქალაქებიდან და ქვვეყნებიდან.
UWC IB ეს არის:
– საგნები და განრიგი, რომლებსაც შენ თვითონ ირჩევ.
– ცოდნის თეორია გასწავლის აზროვნების მოდელირებას, სხვადასხვა საგნების შორის კავშირის ამოცნობასა და ინფორმაციის მიმართ კრიტიკულ მიდგომას.
– ხელოვნება, აქტივობა, მოხალისეობა – ჩართულობა პროექტებში, სადაც ისწავლი ჯგუფურ მუშაობას, პროექტების დაგეგმვასა და რეალიზებას
UWC – ის მისიაა სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეთა განათლება და მათი გაერთიანება მსოფლიოს მშვიდობიანი და სტაბილური მომავლისთვის.
სინამდვილეში, ეს ყოველივე საკმაოდ ხელმისაწვდომია, შენ გაქვს შანსი მიიღო სტიპენდია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული 17 კოლეჯიდან ერთ-ერთში სასწავლებლად. ყველაფერი უფრო მარტივია, ვიდრე ფიქრობ: ყველაფერი იწყება საიტზე აპლიკაციის შევსებით Online Application
17 კოლეჯი მსოფლიოს გარშემო ელის შენს აპლიკაციას!
თუ გაქვს შეკითხვები – მოგვწერე. შემოუერთდი მსოფლიო მასშტაბის მოძრაობას, სადაც განათლება უკეთესი მომავლის მიღწევის ინსტრუმენტია.
დეტალური ინფორმაცია მიღების პროცედურებზე (admission procedures), მოთხოვნებსა (requirements) და ვადების შესახებ მოცემულია UWC- საქართველოს ვებსაიტზე.
ვებ გვერდი: UWC
Facebook- UWCGeorgia
ელ.ფოსტა: georgia@uwcnc.org
Leave a Reply
Want to join the discussion?Feel free to contribute!