Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება“

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ საგრანტო კონკურსში „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება“.

კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული რეფორმების ეფექტიან განხორციელებას, განსაკუთრებით ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: გარემოს დაცვა, ენერგო-ეფექტურობა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, სურსათის უვნებლობა და სხვა.

კონკურსის ამოცანაა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. იმ ორგანიზაციათა მონაწილეობა, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული ან ძირითადად თბილისში საქმიანობენ, დაიშვება მხოლოდ პარტნიორის (თანაგანმცხადებლის) სახით.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 თებერვალი, 24:00 საათი.

დეტალური ინფორმაცია/ განაცხადის სრული პაკეტი

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: advocacyoversight.grants@gmail.com
გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი განაცხადი მიღებულია.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ: დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: advocacyoversight.grants@gmail.com
საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.
კონკურსთან დაკავშირებით შემოსული შეკითხვები, შესაბამისი პასუხებით, გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებსაიტზე www.csrdg.ge.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.