Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი

 “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და
რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კონსორციუმს, რომელიც შედგება მთავარი განმცხადებლისა და ერთი ან მეტი თანაგანმცხადებლისაგან. კონსორციუმის წევრები უნდა იყვნენ მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთაგან ერთი მაინც უნდა საქმიანობდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა.

კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, PDF ფორმატში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 მაისი, 18:00 საათი

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელი კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.