Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი ”ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს თემაზე ”ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”.

საგრანტო კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. იმ ორგანიზაციათა მონაწილეობა, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებული ან ძირითადად თბილისში საქმიანობენ, დაიშვება მხოლოდ პარტნიორის (თანაგანმცხადებლის) სახით. ორგანიზაციას შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი წარმოადგინოს. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა. თანაგანმცხადებელს შეუძლია კონკურსში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტში იყოს ჩართული.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 2 სექტემბერი, 18:00 საათი.

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ:
დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com
ან დაგვირეკოთ (995 32) 2 39 90 19
საკონტაქტო პირი: სალომე ხუციშვილი, გრანტების მენეჯერი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.