Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი მოქმედი სოციალური საწარმოებისათვის

CSRDG აცხადებს საგრანტო კონკურსს მოქმედი სოციალური საწარმოებისათვის!

სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მხარი დაუჭიროს მოქმედი სოციალური საწარმოების საქმიანობის გაფართოვებას და განვითარებას, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები. კონკურსში ასევე დაიშვება კოვიდ (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ახალ რეალობასთან გამკლავების და კრიზისის დაძლევის მიზნით შემოსული განაცხადები.

სრული ინფორმაცია იხილეთ: https://bit.ly/3wyyEoJ

სოციალური საწარმოს განვითარების განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com.

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: სოციალური საწარმოს განვითარების განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2021 წლის 30 ივნისი, 18:00 სთ.

საკონსულტაციოდ გთხოვთ, მიმართოთ სამუშაო საათებში ანა ილურიძეს – სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის პორტფელის მენეჯერს

საკონტაქტო ინფორმაცია: ekaterine.iluridze@csrdg.ge / 599 69 11 12

პროექტის შესახებ:

2021 წლის მარტში, ევროკავშირის (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის (Advancing Social Entrepreneurship for Sustainable and Inclusive Society)“, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG). პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო (YAG).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.