Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით აცხადებს საგრანტო კონკურსს, მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია 2009 წლიდან მუშაობს სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე, რაც მოიცავს ფინანსურ და ტექნიკური მხარდაჭერას, პოპულარიზაციასა და ადვოკატირება-ლობირებას.

წინამდებარე კონკურსი მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს მოქმედ სოციალურ საწარმოებს ეფექტურად დაძლიონ კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე წარმოქმნილი პრობლემები, შეიმუშაონ და განახორციელონ სოციალური ბიზნესის განვითარების ახალი და ინოვაციური მიდგომები, რომელიც შესატყვისი იქნება სოციალური საწარმოს რეალურ საჭიროებებთან.

საგრანტო კონკურსი ეხმიანება კოვიდ-19 პანდემიის ფონზე გაჩენილ ახალი შესაძლებლობებს ორი ძირითადი მიმართულებით:

  • სოციალური საწარმოს განვითარება – რაც გულისხმობს საწარმოს პროდუქტის ან მომსახურების დახვეწას, ახალი მიდგომით საქმიანობის გაგრძელებას, ტექნოლოგიურ და ინტერნეტ სივრცის გამოყენებას, სამუშაო პროცესში ცვლილებების შეტანას და ა.შ;
  • სოციალური საწარმოს გაფართოვება – რაც გულისხმობს ახალი პროდუქტის/მომსახურების შექმნას, ახალი რეგიონის ათვისებას, საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და ა.შ

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ბმულზე: http://segeorgia.org/info.php?ID=97

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.