Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს
ქრაუდფანდინგის კამპანიის ჩასატარებლად.

კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ქრაუდფანდინგის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით კონკრეტული პრობლემის მოგვარებისათვის და/ან სოციალური ინიციატივებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ქრაუდფანდინგის პლატფორმებს, სამოქალაქო ჯგუფებს, მოძრაობებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (არარეგისტრირებულს და რეგისტრირებულს ააიპ სტატუსით).

განაცხადის სრული პაკეტი მოიცავს შემდეგ დოკუმენტაციას:

    • პროექტის განაცხადი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
    • დანართი #1 – სამოქმედო გეგმა – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
    • დანართი #2 – დეტალური ბიუჯეტი – მომზადებული ნიმუშის მიხედვით, რომელიც თან ერთვის საკონკურსო განცხადებას.
    • განმცხადებელი ჯგუფის/ორგანიზაციის საქმიანობის რეზიუმე – დაარსების თარიღი, მოტივი, ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე საქმიანობები, რესურსების მობილიზების გამოცდილება.
    • საგრანტო პროექტის განმახორციელებელი გუნდის ძირითადი წევრების რეზიუმეები (CV) და მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი.
    • რეგისტრირებული ჯგუფის შემთხვევაში განმცხადებლის ბოლო 6 თვის მანძილზე განახლებული ამონაწერი იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

განაცხადების წარდგენის ვადაა: 2022 წლის 3 ივნისი, 18:00 სთ.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: crowdfundinggrants@gmail.com
საკონტაქტო პირი: ანა ნადირაშვილი, გრანტების მენეჯერი.

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა”-ს ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.