Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი – საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

საგრანტო კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ გახლავთ, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადს, რომელიც:

  • თემის პრობლემის/საჭიროებების ადვოკატირებას ან პრობლემური საკითხის აქტუალიზაციას ეხება (სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი, გენდერული, ახალგაზრდული პრობლემატიკა);
  • განხორციელების შემთხვევაში თემის დიდი ნაწილის პრობლემას აგვარებს;
  • განხორციელების პროცესში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს;
  • ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან (ადგილობრივი მმართველობა, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, სხვა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები და ა.შ).

საგრანტო კონკურსსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედ ყველა რეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციასა თუ არაფორმალურ/არარეგისტრიურებულ ჯგუფს, რომლებსაც ბოლო ორი წლის მანძილზე (2018-2019 წლები):

  • განხორციელებული აქვს სულ მცირე ერთი პროექტი / ინიციატივა;
  • კონკურსის განმცხადებლისგან ფინანსური მხარდაჭერა არ მიუღია

საპროექტო განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 8 აპრილი, 17:00 საათი

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.