საგრანტო კონკურსი – “საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება”
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სათემო ჯგუფებს საგრანტო კონკურსში „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა“ მონაწილეობისთვის.
კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ასევე მათი ხილვადობის და ლეგიტიმურობის ზრდას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სათემო ორგანიზაციებს და არარეგისტრირებულ სათემო საინიციატივო ჯგუფებს.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ივლისი, 18:00სთ
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ
კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.