Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი “სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა”

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის: „სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა”.

კონკურსი ცხადდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

საგრანტო კონკურსის მიზანია, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კონცეფციის პოპულარიცაზია და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას.

კონკურსის ამოცანაა, სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს კომპანიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად განხორციელებული ინიციატივების მხარდაჭერით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ან მათ კოალიციებს.

წარმოდგენილ საპროექტო განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომლექტებულია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და მოწვეული ექსპერტებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 15 მაისი, 18:00 საათი

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ:
დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე:
csrdg.cssigrants@gmail.com
დაგვირეკოთ ტელეფონზე: 032 2 39 90 19

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.