Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის“

კონკურსის მიზანი და ამოცანები:
კონკურსის მიზანია შშმ პირების და ხანდაზმულებისთვის სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების უზრუნველყოფისთვის.

კონკურსის ამოცანებია:
1.სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში შემუშავდეს საჭირო შიდა რეგულაციები და ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ უზრუნველყონ უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების მიწოდება
2.სოციალური მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა ითანამშრომლონ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან და განავითარონ გადამისამართების სისტემა რათა უზრუნველყონ ბენეფიციართა მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზოგადოებრივ ორგანიზაციებს რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს (კრიტერიუმების სრული ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში):

  • არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი ა(ა)იპ;
  • საგრანტო განაცხადის წარმოდგენის დროს აწვდის დღის ან/და 24 საათიან სოციალურ მომსახურებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (მათ შორის არასრულწლოვნებს) ან/და ხანდაზმულებს;
  • პროექტით გათვალისწინებული საქმიანობით მოიცავს სულ მცირე 8 ბენეფიციარს;
  • ორგანიზაცია იზიარებს უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტებს და გამოთქვამს სურვილს/მზაობას მოახდინოს მომსახურებაში უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ელემენტების ინტეგრირება;
  • პროექტით გათვალისწინებული მომსახურება უნდა იყოს აგებული შემთხვევის მართვის პრინციპზე;
  • განმცხადებელი ორგანიზაცია აღიარებს ადამიანის უფლებების მნიშვნელობას და თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე ითვალისწინებს „არ ავნო“ პრინციპს. საქმიანობისას პატივს სცემს ადამიანის ინდივიდუალობას და პირად სივრცეს, აქვს მაღალი მიმღებლობა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ და სქესის, რელიგიური შეხედულებების, ეთნიკური წარმომავლობის და სექსუალურობის ან სხვა ნიშნის საფუძველზე არ ახდენს ადამიანების ან/და ჯგუფების დისკრიმინაციას.

ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ:
საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის (2019-2022წ) “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ “საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაციასთან” და “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან” ერთად. პროექტის მიზანია მოწყვლადი სოციალური ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და ხანდაზმულების სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და სოციალური ინტეგრაცია.

დეტალები საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე “საგრანტო კონკურსის პირობები“ და სხვა თანდართულ დოკუმენტებში.

  • საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ 29 ივლისამდე, ელ. ფოსტაზე ssdp.csrdg@gmail.com
  • საგრანტო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 აგვისტო.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.