Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოების დაფუძნების მსურველთათვის

პროექტის“ „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის (WISE).

საგრანტო კონკურსის მიზანია, შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების ინიცირების ან/და განვითარების მხარდაჭერა, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგნელების ეფექტური დასაქმების და ინტეგრაციის მიზნით.

საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონები: გურია, კახეთი, ქვემო ქართლი.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს დასაფუძნებლად/განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 14 000 ევროს ექვივალენტს ლარში.

საგრანტო კონკურსში მონაწილოების მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5% -იანი თანამონაწილეობა.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს იდეის განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: სოციალური საწარმოს განაცხადი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2021 წლის 25 მარტი, 18:00 სთ.

განაცხადის ფორმა

დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 26 თებერვალს და 12 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით.

ონლაინ შეხვედრა გაიმართება Zoom პლატფორმის მეშვეობით. შეხვედრამდე გთხოვთ გაიაროთ რეგისტაციის გავლა შემდეგ მისამართზე: სარეგისტრაციო ლინკი

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.