საგრანტო კონკურსის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა“ შედეგები
საგრანტო კონკურსის „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა“ ფარგლებში შემოვიდა სულ 34 განაცხადი (შემოტანის ბოლო ვადა: 2018 წლის 02 ივლისი, 18:00 სააათი).
11 ივლისს საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად გარკვეული შენიშვნების გათვალისწინებით დასაფინანსებლად შეირჩა 9 პროექტი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩეულ აპლიკანტებთან პროექტების დამუშავების პროცესი. საბოლოო გამარჯვებულებები გამოვლინდება ივლისის ბოლოს.
კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.