Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საკონსულტაციო მომსახურების შესაძლებლობა სოც. საწარმოებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) “პური მსოფლიოსთვის” მხარდაჭერით, მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის აცხადებს კონკურსს ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია 2009 წლიდან მუშაობს სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე, რაც მოიცავს ფინანსურ და ტექნიკური მხარდაჭერის, პოპულარიზაციასა და ადვოკატირება-ლობირებას.

წინამდებარე კონკურსი მიზნად ისახავს, დაეხმაროს სოციალურ საწარმოებს არსებული შიდაორგანიზაციული გამოწვევების მოგვარებაში საჭიროებებზე მორგებული და მრავალფეროვანი საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზების გზით.

ტექნიკური დახმარების (საკონსულტაციო მომსახურების) მიღების უფლება აქვთ როგორც პროდუქტის მწარმოებელ, ისე სერვისის მიმწოდებელ, ნებისმიერ სფეროში მომუშავე მოქმედ სოციალურ საწარმოებს.

ტექნიკური მხარდაჭერის მიღების აუცილებელი პირობაა სოციალური საწარმოს მმართველი გუნდის აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა საკონსულტაციო პროცესში.

ტექნიკური დახმარების ფარგლებში CSRDG სოციალურ საწარმოებს სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ საკონსულტაციო მომსახურებას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:

  • მარკეტინგი და ბრენდინგი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობა
  • საწარმოს გაფართოების გეგმის შემუშავება (ბიზნეს გეგმის შემუშავება)
  • სოციალური გავლენის დაგეგმვა და მართვა
  • პროდუქციის განვითარება
  • კრიზისების მართვის სტრატეგიის შემუშავება
  • იურიდიული საკითხები
  • სოციალური საწარმოებისთვის აქტუალური სხვა სახის კონსულტაციები

ტექნიკური დახმარების მიღების შესაძლებლობა ექნება 3-4 სოციალურ საწარმოს.

კონკურსში მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგი ბმულის გამოყენებით: https://bit.ly/SEconsultation2020

სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა: 2020 წლის 8 დეკემბერი, 18:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: social.enterprise.ge@gmail.com

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.