Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს (WISE) საგრანტო კონკურსი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. მისი მისია საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაა. .

2020 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“), რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.

პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოებისთვის (WISE).

საგრანტო კონკურსის მიზანია, შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოების განვითარების მხარდაჭერა, შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგნელების ეფექტური დასაქმების და ინტეგრაციის მიზნით.

საგრანტო კონკურსის სამიზნე რეგიონები: გურია, კახეთი, ქვემო ქართლი.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს განსავითარებლად მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 14 000 ევროს.

საგრანტო კონკურსში მონაწილოების მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 5% -იანი ფინანსური თანამონაწილეობა.

შრომითი ინტეგრაციის სოციალური საწარმოს იდეის განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com


კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის ტარდება ღია კარის პრინციპით, რაც გულისხმობს იმას, რომ კონკურსი ღია იქნება დაინტერესებული კომპანიებისთვის და საპროექტო განაცხადების მიღება გაგრძელდება მაქსიმუმ 2023 წლის თებერვლის ბოლომდე.


კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით დაინტერესებულ აპლიკანტებს, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურ საკონსულტაციო შეხვედრაზე.

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: სოციალური საწარმოს განაცხადი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2022 წლის 30 სექტემბერი, 18:00 სთ

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით თანდართულ დოკუმენტაციას:

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.