Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

სოციალური საწარმოს განვითარების საგრანტო კონკურსი

CSRDG აცხადებს მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსს!
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მხარი დაუჭიროს მოქმედი სოციალური საწარმოების საქმიანობის გაფართოვებას და განვითარებას, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები.
საგრანტო კონკურსში მონაწილოების მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10%-იანი თანამონაწილეობა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა:
2022 წლის 28 თებერვალი, 18:00 სთ.

დოკუმენტები:

განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: social.enterprise.ge@gmail.com

საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან ჩატარდება ონლაინ Zoom- პლატფორმის გამოყენებით 7 თებერვალს 11:00 საათზე და 21 თებერვალს 11:00 საათზე.
შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ აქ.


საკონსულტაციოდ გთხოვთ, მიმართოთ სამუშაო საათებში გიორგი ბურდულს – სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის პორტფელის მენეჯერს (საკონტაქტო ინფორმაცია): giorgi.burduli@csrdg.ge 

ხშირად დასმული კითხვები და პასუხები


პროექტის შესახებ:

საგრანტო კონკურსი ცხადდება პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პარტნიორი ორგანიზაციები არიან: სოციალურ საწარმოთა ალიანსი (SEA), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (GCDA), საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (DDUG), ვენჩურული ფილანტროპიის ევროპული ასოციაცია (EVPA), ახალგაზრდობის სააგენტო

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.