Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

სტუდენტური კონკურსი “ჩემი, შენი, ჩვენი თემი”

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში აცხადებს სტუდენტურ კონკურსს  “ჩემი, შენი, ჩვენი თემი”.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, სოციალური პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გრძნობის ამაღლება, სტუდენტებისათვის თემში/სოფლად არსებული პრობლემური საკითხების გაცნობის და გადაწყვეტის პროცესში ჩართულობის გზით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ჯგუფის სახელით.

      • განაცხადის წარდგენა ხდება ჯგუფის ლიდერის მიერ;
      • ჯგუფი უნდა შედგებოდეს 2-4 სტუდენტისგან.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

საკონტაქტო პირი: ნათია მეტრეველი;
ელ.ფოსტა – natia@csrdg.ge;
ტელ: 599 911 577.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 აპრილი

ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა

ვიდეო ქეისები

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.