Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ტენდერი ვიდეო-გრაფიკული მასალის მოსამზადებლად

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს ტენდერს, პროექტ “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში მიმდინარე საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს `Meliora` დაჯილდოების ღონისძიების ვიდეო, გრაფიკული მასალის მოსამზადებლად.

მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს:

  • გრაფიკული ვიდეო რგოლის შექმნა;
  • ღონისძიების ოთხი კატეგორიის წარდგენის გრაფიკული ვიდეო რგოლები;
  • ინტერვიუების გადაღება/მონტაჟი;
  • გამარჯვებული პროექტების გრაფიკული ვიდეოები;

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 26 აპრილი, 18:00 საათი

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.