Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ტრენინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე ონლაინ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგს.

ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 2020 წლის 23-25 ივნისს ZOOM აპლიკაციის გამოყენებით.

გაითვალისწინეთ: ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია! ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 2020 წლის 10 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება!
უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომელმაც განაცხადი უფრო ადრე შეავსო.

ტრენინგში მონაწილეობის განაცხადის ფორმა

დაშვებულია ტრენინგში მონაწილეობისთვის ერთი ორგანიზაციის მიერ ერთზე მეტი მონაწილის დარეგისტრირება. თუმცა საბოლოოდ, მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება ორგანიზაციის მიერ პირველად დასახელებულ წარმომადგენელს.

ტრენინგი ტარდება პროექტ “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.