Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ტრენინგში „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება (აქცენტით მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე).

ტრენინგის მიზანია, იხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგსა და ადვოკატირებას.

ონლაინ ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 1-3 თებერვალს ZOOM აპლიკაციის მეშვეობით, ასოცირების შეთანხმების მონიტორინგისა და ადვოკატირების საკითხებზე (აქცენტით მომხმარებელთა ინტერესების დაცვა). მასზე რომელზეც განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
** საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელობით მონიტორინგისა და ადვოკატირების აუცილებლობა. ჩვენი გაგება სახელმწიფო სტრატეგიის/პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგის/ზედამხედველობის შესახებ (ლია თოდუა, CSRDG);
** აქტუალური სესია/ლექცია იმის შესახებ, თუ რა ეტაპზე იმყოფება საქართველო ასოცირების შეთანხმების შესაბამისი ნაწილის – მომხმარებელთა ინტერესების დაცვა – განხორციელების კუთხით (ვახტანგ კობალაძე, CSRDG);
** გამოცდილების გაცვლის სესია თემაზე – მომხმარებელთა ინტერესების დაცვა (Marijana Loncar Velkova);
** სსო-თა ორგანიზაციული განვითარება: კონცეფცია, აუცილებლობა, ინსტრუმენტები, საშუალებები, შესაძლებლობები (ქრისტინე კანდელაკი, CSRDG).

რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 25 იანვარი, 24:00 სთ.

ტრენინგის სარეგისტრაციო ფორმა

დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ

გაითვალისწინეთ: ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია. მონაწილეთა დიდი რაოდენობის დარეგისტრირების შემთხვევაში, პრიორიტეტი მიენიჭება იმ ორგანიზაციებს/კანდიდატებს, რომელთაც არ გაუვლიათ მსგავსი ტრენინგები, ასევე ორგანიზაციის მიერ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად 1-ზე მეტი წარმომადგენლის დარეგისტრირების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ორგანიზაციის მიერ პირველად დასახელებულ (დარეგისტრირებულ) წარმომადგენელს.

ტრენინგი ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.