Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მედიის როლი: რა, რატომ, როგორ?”

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იწვევს ჟურნალისტებს მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მედიის როლი: რა, რატომ, როგორ?“.

ტრენინგის მიზანია, საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების ჟურნალისტებს მიაწოდოს ინფორმაცია და პრაქტიკული ინსტრუქციები შემდეგი საკითხების შესახებ:

  • რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რა კომპონენტებს მოიცავს იგი?
  • რა სარგებელი მოაქვს კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობას კომპანიებისათვის და ქვეყნისათვის?
  • რატომ არის მედიის ჩართულობა მნიშვნელოვანი და როგორია მისი როლი?
  • როგორ შეუძლია მედიას კომპანიათა სოციალური პასუხისმგებლობის გაშუქება და სტიმულირება?

ტრენინგზე განხილული იქნება საუკეთესო ევროპული გამოცდილება პასუხისმგებელიბიზნესის განხორციელების მოდელებისა და მიდგომების შესახებ, ასევე ადგილობრივ კომპანიათა პასუხისმგებელი პროექტების მაგალითები.

ტრენინგის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი ჟურნალისტებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ მომზადებულ მედია პროდუქტებზე, (კონკურსი მოიცავს ყველა სახის მედიისათვის მომზადებულ სიუჟეტებს/სტატიებს – ბეჭდური მედია, ონლაინ მედია, ტელევიზია, რადიო, ბლოგი). კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

ჩატარების ადგილი, თარიღი და ხანგრძლივობა: ტრენინგები არის 2 დღიანი და ჩატარდება 2 სხვადასხვა ქალაქში.

    • იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო ან საირმე) – 29-30 მარტი
    • აჭარა (ბათუმი ან ქობულეთი) – 5-6 აპრილი

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 14 მარტი

დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.