ტრენინგი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე
“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს
ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.
საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 25 მაისი, 24:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ დანართი.
ტრენინგის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა”-ს ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.