Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ტრენინგი: საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწყებს ტრენინგების სერიას – „საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით“.

ტრენინგების მიზანია, აღჭურვოს საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებასთან გაუმჯობესებული ურთიერთობის, მხარდამჭერების მოზიდვისა და მოხალისეობრივი ან ქრაუდფანდინგის კამპანიების ორგანიზების საჭირო უნარებით. ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალოქო სექტორის მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.

ტრენინგები ჩატარდება ორ ეტაპად: 1 ეტაპი – 2022 წლის მაისი-ივნისი; მეორე ეტაპი – 2022 წლის სექტემბერი-ოქტომბერი.

პირველ ეტაპზე ჩატარდება 5 ტრენინგი 2022 წლის 16 მაისი – 21 ივნისის პერიოდში.
ტრენინგები ჩატარების განრიგი:

  • 16 – 17 მაისი – გორი, შიდა ქართლი
  • 23 – 24 მაისი – თბილისი, მცხეთა-მთიანეთი;
  • 6 – 7 ივნისი – ახალციხე, სამცხე-ჯავახეთი;
  • 13 – 14 ივნისი – მარნეული, ქვემო ქართლი;
  • 20 – 21 ივნისი – თელავი, კახეთი;

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგ საკითხები:

  • მხარდამჭერების/დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და მოზიდვა;
  • მოხალისეთა მოზიდვა;
  • ქრაუდფანდინგის კამპანიების ორგანიზება (განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში);
  • საკომუნიკაციო არხების გამოყენება ინფორმაციის გაზიარებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან დაკავშირებისთვის;
  • ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება გაუმჯობესებული კომუნიკაციისთვის.
  • ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 13 მაისი, 18:00 სთ.
    მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება ტრენინგის დარბაზი, კვება, სატრანსპორტო ხარჯები.
    ტრენინგში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობის შესატყვის ლოკაციაზე/რეგიონებზე და მითითებულ რიცხვებში.
    შესაძლებელია, ტრენინგში მონაწილეობისთვის ერთი ორგანიზაციის/ჯგუფის მიერ ერთზე მეტი მონაწილის რეგისტრაცია, თუმცა შეზღუდული რაოდენობის გამო, შერჩევის პროცესში უპირატესობა სხვადასხვა ჯგუფიდან/ორგანიზაციიდან წარდგენილ კანდიდატებს მიენიჭებათ.

    რეგისტრაციის ვადა: 2022 წლის 13 მაისი, 18:00 სთ.

    დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

    ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ შეავსონ განაცხადი ამ ლინკზე: https://bit.ly/3vJmCLg

    დამატებითი ინფორმაცია შერჩეულ მონაწილეებს დაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე.
    საკონტაქტო პირი: ნინო ქოტუაშვილი, პროექტის ასისტენტი, nino.kituashvili@csrdg.ge

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.