Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების კვლევის შედეგების და სტანდარტების განხილვისთვის ჩატარდა მრგვალი მაგიდის შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან

2021 წლის 8 ივნისს, 10 მონაწილე, მათ შორის ევროკავშირის, ცენტრალური მთავრობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელი დაესწრო მრგვალი მაგიდის დისკუსიას. ღონისძიება განახორციელა
„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მიღწევები, უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა და საქართველოში სოციალურ მომსახურებებში უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის კვლევის შედეგები, ასევე შეხვედრაზე განიხილეს სოციალური მომსახურების სტანდარტის შემუშავების სამომავლოგეგმები.

Zoom პლატფორმის გამოყენებით მიმდინარე შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა პროექტის მიმდინარე საქმიანობას, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ძირითად კომპონენტებს, ისევე როგორც საქართველოში და უცხოეთში ხანდაზმულთა და შშმ პირთა სოციალურ მომსახურებებში ადამიანის უფლებების ინტეგრირების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ხანდაზმულთა სოციალური მომსახურებების სტანდარტების შემუშავება და განახლება. პროექტის გუნდმა შესთავაზა ხედვა, შემუშავდეს უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტების საერთო დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მომსახურების მინიმალურ და რეკომენდირებულ სტანდარტებს, ხარისხის შიდა და გარე მონიტორინგისთვის საჭირო საილუსტრაციო ინდიკატორებით. დოკუმენტი იქნება სტრუქტურირებული უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ექვსი სტანდარტის შესაბამისად:

  • უფლებების განხორციელების ხელშეწყობა;
  • თანამონაწილეობა
  • ინდივიდუალურიშედეგები
  • უკუკავშირი
  • მომსახურების ხელმისაწვდომობა
  • მომსახურების მართვა

მრგვალი მაგიდის მონაწილეები დადებითი უკუკავშირი გამოთქვეს დოკუმენტის ჩარჩოსთან დაკავშირებით და გამოხატესმზადყოფნა მიიღონ მონაწილეობა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტების განვითარებაში. „მე ვხედავ ამ უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტის დოკუმენტს როგორც ბაზისს ახალი და არსებული სტანდარტების განსავითარებლად“ – თქვა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ წარმომადგენელმა. „მიხარია რომ ეს თემა წამოიწყეთ. ანიკამ დაიწყო ევროკავშირის დაფინანსებით პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების განვითარებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი სოციალური მომსახურებები ან გაუმჯობესდება უკვე არსებული. თქვენ მიერ გაწეული სამუშაო ძალიან ღირებულია ჩვენთვის და მნიშვნელოვანი იქნება თანამშრომლობა ახალ და უკვე არსებულ მომსახურებებში მისი ინტეგრირებისათვის“ – აღნიშნა, ასოციაცია ანიკას წარმომადგენელმა.

პროექტის განმავლობაში კიდევ მოეწყობა სულ მცირე 2 მრგვალი მაგიდა დაინტერესებულ მხარეებთან. მას შემდეგ რაც უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტის პირველი სამუშაო ვერსია შემუშავდება მოწვეულ იქნება მეორე მრგვალი მაგიდა უკუკავშირის და რეკომენდაციების მისაღებად. სტანდარტების შემუშავების პროცესში დაინტერესებულ მხარეების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფისათვის კომუნიკაცია წარიმართება ელექტრონული მიმოწერის მეშვეობითაც.

ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“, ხორციელდება ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ, ,,საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესთა დაცვის ასოციაციასთან“ და ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ ერთად. პროექტის მიზანია: საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარება, სადაც ხელსუწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.

საკონტაქტო პირი:

ზურაბ ტატანაშვილი, პროექტის მენეჯერი, +995 598 93 52 50, zurab.tatanashvili@csrdg.ge

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.