Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტების განსახილველად, ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა მრგვალი მაგიდა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან

2022 წლის 31 მაისს, მთავრობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოცმა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის დისკუსიაში სადაც განიხილებოდა უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტების დოკუმენტი და მისი განხორციელების პერსპექტივა. ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის“ უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში. უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტების მიზანია გააუმჯობესოს სოციალური მომსახურების ხარისხი, ისე რომ მომსახურების მიმწოდებლებმა შეძლონ ბენეფიციართა უფლებების განხორციელების ხელშეწყობა და დაცვა.


შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავდა უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების სტანდარტების გაცნობას და მისი ეროვნულ დონეზე განხორციელების პერსპექტივების შესახებ დისკუსიას. პარტნიორებმა და გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა დამსწრეებს გაუზიარეს პროექტის ფარგლებში მიღებული უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდების გამოცდილება. უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტი შექმნილია როგორც ქოლგა დოკუმენტი სხვადასხვა სოციალური მომსახურების სტანდარტებისთვის და მოიცავს აღსრულების მინიმალურ და ოპტიმალურ მაჩვენებლებს. დოკუმენტი სტრუქტურირებულია უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ექვსი სტანდარტის შესაბამისად: 1.უფლებების განხორციელების ხელშეწყობა; 2. თანამონაწილეობა, 3. ინდივიდუალური შედეგები, 4.უკუკავშირი, 5. მომსახურების ხელმისაწვდომობა და 6. მომსახურების მართვა. სხვა ღირებულებებთან ერთად, დოკუმენტი ეფუძნება ღირსებას, ავტონომიას, არჩევანის თავისუფლებას და კონფიდენციალობას. სტანდარტების დოკუმენტზე მუშაობისას, შეხვედრები ჩატარდა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბენეფიციარებთან, რომელთა უკუკავშირის შედეგადაც მოხდა დოკუმენტის მოდიფიცირება.

შეხვედრას დაესწრნენ, როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, სახალხო დამცველის აპარატის და სოციალური მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ყველა მონაწილე შეთახმდა, რომ უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტები მნიშვნელოვანია რათა გაიზარდოს სოციალური მომსახურების ხარისხი ეროვნულ დონეზე. სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია ეს სტანდარტი დამტკიცდეს ნორმატიულ აქტად. ამ სტანდარტს რომ მიეცემა ნორმატიული სახე, ჩაიწერება ღონისძიებებში რომ მომსახურების განმახორციელებელმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გაითვალისწინოს სტანდარტი“. წარმოდგენილი სტანდარტების განხორციელების და მონიტორინგის შესახებ საუბრისას ხაზი გაესვა ადამიანური და ფინანსური რესურსების საკითხს.


ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“, ხორციელდება ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ, ,,საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესთა დაცვის ასოციაციასთან“ და ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ ერთად. პროექტის მიზანია: საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარება, სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.


საკონტაქტო პირი:

ზურაბ ტატანაშვილი, პროექტის მენეჯერი , +995 598 93 52 50, zurab.tatanashvili@csrdg.ge

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.