Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ექსპერტული მომსახურება სტანდარტების განვითარებისთვის

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” აცხადებს საკონსულტაციო/ექსპერტული მომსახურების ინტერესთა განაცხადების მიღებას “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების სტანდარტების განვითარებისთვის” შშმ პირების და ხანდაზმულებისთვის მომსახურებებზე ფოკუსით.

უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტების განვითარება ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის” ფარგლებში.

ინტერესთა გამოხატვის განაცხადების მიღების მიზანი და ჩარჩო

ინტერესთა გამოხატვის განაცხადების მიღების მიზანია შეირჩეს ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი (ფიზიკური პირი ან ორგანიზაცია), რომელიც მოახდენს უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების “ქოლგა სტანდარტის” შემუშავებას, საერთაშორისო წყაროების, პროექტის ფარგლებში შექმნილი დოკუმენტების, ადგილობრივი პრაქტიკის და საქართველოში მოქმედი სოციალური მომსახურებების სტანდარტების გათვალისწინებით.

დოკუმენტის სტრუქტურა უნდა დაეყრდნოს უფლებაზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტებს (იხ. Youtube – ბმული)

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

განაცხადის შემოტანა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს ან მოქმედ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.

განაცხადების წარდგენის პროცედურა: განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, თანდართულ ფაილებად, მისამართზე: ssdp.csrdg@gmail.com

Subject-ში, გთხოვთ, მიუთითოთ “Application for developing RBA standards “.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 4 ოქტომბერი , 2021

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.