Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.



ვებინარი ‘ქრაუდფანდინგი როგორც შესაძლებლობა’

„‘საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი’ (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, 26 ოქტომბერს, 2:00 საათზე, ვებინარს გამართავს თემაზე ‘ქრაუდფანდინგი როგორც შესაძლებლობა’.

ვებინარი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი ქრადუფანდინგის ანუ სახალხო დაფინანსების, მისი სხვადასხვა მოდელების და ქართული თანამედროვე და ისტორიული გამოცდილების შესახებ. ასევე, სამოქალაქო აქტივისტებისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის და იმ პირებისთვის, ვისაც ქრაუდფანდინგის გამოყენება საზოგადოებრივი მიზნებისთვის სურს.

ვებინარზე CSRDG-ის მიერ გამოცემული გზამკვლევის პრეზენტაციაც გაიმართება, რომელიც ქრაუდფანდინგის მოდელებზე, მის კონცეფციაზე აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას. ასევე გზამკვლევი მიმოიხილავს „კოლექტიური დაფინანსების“, მეორენაირად „ცოცხალი ქრაუდფანდინგის” (Live crowdfunding) ღონისძიების მოდელს. იგი ეხმარება სამოქალაქო ორგანიზაციებს და აქტივისტებს საკუთარი პროექტების პოტენციურ დონორებთან წარდგენაში. ეს არის ერთგვარი აუქციონი და იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი დამსწრე საზოგადოების წინაშე შეძლებს საკუთარი პროექტის დადებითი სოციალური თუ ეკოლოგიური კუთხით დამაჯერებლად წარმოჩენას, ის აუცილებლად მიიღებს აუდიტორიისაგან საჭირო მხარდაჭერას.

გზამკვლევის პრეზენტაციასთან ერთად საკუთარ პლატფორმებს საზოგადოებას გააცნობენ ქრაუდფანდინგის ადგილობრივი ონლაინ პლატფორმები: ჩართე, Fundraiser.ge და ორბელიანი მეტი. ისინი იმ შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, რომელსაც საზოგადოებას საკუთარი ფონდების საშუალებით სთავაზობენ. ორგანიზაცია ‘პოპულორ რეი’ კვლევის „ფილანტროპია და სამოქალაო შემოწირულობის კუტლურა მოლდოვასა და საქართველოში“, შესახებ ისაუბრებს.

დარეგისტრირდით ვებინარზე

ვებინარის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული ვებინარი გაიმართება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.